საზოგადოება "სიჭი შენ ხარ მატყუარა!!!" - ნოდარ მელაძე თეა სიჭინავას უპირისპირდება 2019, 20 აპრილი, 23:42 ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს თეა სიჭინავას უპირისპირდება. როგორც ნოდარ მელაძე ფეისბუქში წერს, ის რაც სიჭინავამ ეთერში გააკეთა სამარცხვინოა. "თეა სიჭინავა სიჭი შენ ხარ მატყუარა!!! ის რაც ეთერში ახლა გააკეთე, მაინტერესებს არ შეგრცხვა? გამარჯობა მე ვარ ნოდარ მელაძე, წინაზე შენს გადაცემაში პასკვილი რომ მომიძღვენი, მეუფე იაკობის ეთერში არ გასული ინტერვიუს დამახინჯება რომ დამაბრალე. შემდეგ მეუფემ განცხადება რომ გაავრცელა მადლობა რუსთავი 2-სო, ხომ გახსოვს. ახლა ეთერში ვარ და სიუჟეტის დროს მაჩვენეს ის რაც ჩაიდინე. ეთერის მერე მეტს მოგწერ!!!!"- წერს მელაძე. საქმე ეხება მარტვილში 15 წლის ბიჭის გარდაცვალებას, რომელზეც "რუსთავი 2"- მა სიუჟეტი მოამზადა. "იმედზე" კი გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით " მარტვილში გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის ახლობლები რუსთავი 2-ს სიცრუეში ადანაშაულებენ". "იმედის" ინფორმაციით, შოთიკო ნაჭყებიას ოჯახმა და ახლობლებმა ტელეკომპანია რუსთავი2 სიცრუეში დაადანაშაულეს ეთერში გასული სიუჟეტის ანონსისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ არასრულწლოვანმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. მათოვე ცნობით, „რუსთავი 2“-ის ჯგუფი, რომელიც ჭირისუფალთან დღესაც ჩავიდა, სახლში არ შეუშვეს. ამ ინციდენტის შემდეგ ტელეარხმა ანონსი შეცვალა. რაც შეეხება თეა სიჭინავას, მან სიუჟეტი ეთერში ასე წარადგინა. " ვიდრე რეკლამაზე გავალთ, ერთი ცრუ ინფორმაციის შესახებ მინდა გაცნობოთ, რომელიც რამდენიმე წუთში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გავა. მარტვილში რამდენიმე დღიწ წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა, "რუსთავი 2"- მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია რომ ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახი ტელეკომპანიას სირუცეში ადანაშაულებს" 850 4-ს მოსწონს |
ნახე ვიდეო, სადაც გარკვევით ჩანს რუსთავი2-ის რეგიონალური ჟურნალისტი ემა გოგოხია, ჯერ სიცრუეში როგორ დაადანაშაულეს და მერე კინწისკვრით გააგდეს ეზოდან.