x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
25 ბრძნული გამონათქვამი მეფე სოლომონისგან

კაცობრიობის ისტორიაში არსებობდა ადამიანი, ვისი სახელიც სიბრძნესთან ასოცირდება და ეს მეფე სოლომონი. მან სახელმწიფო ეკონომიკურად ააყვავა და საკუთარ ერს ბედნიერება მოუტანა.

აქ მეფე სოლომონის 25 ციტატებს წარმოგიდგენთ, რომელშიც მისი გამოცდილება და სიბრძნეა ასახული. ყველა მათგანმა ათასწლეულების გამოცდას გაუძლო და ჩვენამდე მოვიდა.


image


1. ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე: არის დრო დაბადების და დრო გარდაცვალების. დრო ნგრევის და დრო შენების. დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების. დრო დუმილის და დრო ლაპარაკის.


2. სულელი, როცა ჩუმად არის, შეიძლება ბრძენად მოგეჩვენოს.


3. დაპირდი — შეასრულე! უმჯობესია არ დაპირდე, ვიდრე დაპირდე და არ შეასრულო.


4. სიამაყე მოვა და მას სირცხვილი მოჰყვება! ხოლო, თავმდაბლობას – სიბრძნე მოაქვს.


5. ჭკვიანი ცოლი საკუთარი სახლის მოწყობაზე ზრუნავს, ხოლო სულელი –საკუთარი ხელით ანგრევს მას.


6. ვინც ორმოს თხრის, მასში სწორედ ის ჩავარდება, ზემოთ აგდებული ქვა კი, მსროლელს დაუბრუნდება.


7. მე ვნახე: არ არსებობს იმაზე უკეთესი რამ, ვიდრე საკუთარი საქმით გამოწვეული სიხარულია, რადგან მასში ადამიანის წვლილია.


8. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ქარის მართვა შეძლებს — და არც სიკვდილის ჟამზე შეუძლია ვინმეს გავლენის მოხდენა, არც ომში არსებობს შვებულება, და არც უღმერთო დაეხმარება მეორე უღმერთოს.


9. ვინც სდუმს — ის საკუთარ სულს იცავს, ხოლო ვინც ბევრს საუბრობს — უბედურება მოაქვს საკუთარი თავისთვის.


10. მოთმინება გამბედაობაზე უკეთესია, რადგან ვინც თავს იმორჩილებს, ქალაქებს უკეთესად იპყრობს.


11. რისხვის დღეს სიმდიდრე დამხმარე არ არის, სიმართლე კი – სიკვდილისგან მხსნელია.


12. რაც ოქროს რგოლია ღორის დინგში, იგივეა დალაზი და უგუნური ქალი.


13. კეთილგონიერი უბედურებას ხედავს და იმალება, ხოლო გამოუცდელები წინ მიდიან და ისჯება.


14. მთავარი — სიბრძნე: შეიძინე სიბრძნე და მთელი შენი შესაძლებლობით, შეიძინე გონიერება.


15. გაჭირვების ჟამს, უიმედო ადამიანის იმედის ქონა, იგივეა, რაც მოტეხილი კბილი ან დასუსტებული ფეხი.



16. სულელი დაუყოვნებლივ გამოხატავს თავის რისხვას, მაგრამ გონიერი კაცი შეურაცხყოფას მალავს.


17. თბილი გული - სხეულის სიცოცხლეა, ხოლო შური - ჩირქია ძვლისთვის.


18. ძუნწი ფულით ვერასდროს გაძღება! ხოლო, ვისაც სიმდიდრე უყვარს, მისგან სარგებელს ვერ მიიღებს.


19. ნუ მიუხურავ კარს გაჭირვებულს, თუ მისი დახმარების შესაძლებლობა გაქვს.


20. ხან სიცილის დროსაც იცის გულის ტკივილი და სიხარულიც შეიძლება მწუხარებით დასრულდეს.


21. მარტო ყოფნას, ვინმესთან ერთად ყოფნა სჯობია, რადგან ერთი თუ წაიქცევა, – მეორე ააყენებს. მაგრამ, უბედურება მოხდება, თუ ერთი წაიქცევა და გვერდით ამყენებელი არ ეყოლება.


image22. რაც ღრუბელია წვიმის გარეშე, ის ტრაბახა ადამიანია ყალბი დაპირებებით.


23. ვიდრე ცოცხალებს შორის ხარ, იმედი არსებობს.


24. სიძულვილი ჩხუბს აღვივებს, მაგრამ სიყვარული ყველა ცოდვას აქარწყლებს.


25. ცხოვრება გამუდმებით გვიმტკიცებს, რომ მკვდრები ცოცხლებზე ბედნიერები არიან. ხოლო, ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც საერთოდ არ დაბადებულა.


imageimageimageსიბრძნის კონა I

image

image

სიბრძნის კონა II

image

image

სიბრძნის კონა III

image

0
2624
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0