როდესაც გაიცნობ იმას, რომლის დანახვაზეც სხვა რამეს იგრძნობ და სიყვარული შემოვა შენში ეს ძალიან კარგი რამაა, მაგრამ არის კი ეს ის სიყვარული, რომელიც ერთხელ ეწვევა ადამიანს? უნდა გაარკვიო, არის თუ არა შენი გრძნობები ნამდვილად სიყვარული. ადამიანები ძალიან გვიან ხვდებიან, რომ ის, რაც სიყვარული ეგონათ, თურმე მხოლოდ სურვილი ყოფილა, ან უბრალო გატაცება. პირველი სიყვარული პირველი ცრემლია, წმინდა და სათუთი. ადამიანი უნდა
შეეცადოს პირველ სიყვარულს მოუფრთხილდეს, საერთოდ თუ ნამდვილი სიყვარულია მას საფრთხე არ ემუქრება რადგან ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ ნამდვილი სიყვარულით შეპყრობილ ადამიანებს. არაერთის აზრით სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის, მაგრამ არა! სიყვარული მრავალჯერადია,
მთავარია მისი გამოყენება იცოდე. ზოგჯერ ჩვენი გრძნობები მხოლოდ გატაცებაა და ამას ვერ ვხვდებით. დაფიქრდი, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან ერთად? კომფორტულად? თავისუფლად? სასურველად? მაშინ შეყვარებული ხარ. სიყვარულს და სექს შორის დიდი ნაბიჯი არ არის, მაგრამ რაც არის ეს შეუშლის ხელს ბედნიერებას. ძალიან ბევრი შემთხვევა მომხდარა, როდესაც სექსის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორებულა, რადგან ეს არ იყო ნამდვილი სიყვარული, ეს გატაცება იყო. ვისაც გყავთ შეყვარებულები ამ ყველაფერს მიხვდებით, მაგრამ ვინც შეყვარებული ჯერ არაა, ის მაშინ გაიხსენებს ამ ყველაფერს როდესაც შეყვარებული გახდება.