საზოგადოება "დედისგან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა, მან ხომ არ იცის რომ დედა გარდაიცვალა... 2019, 18 აპრილი, 18:42 იტალიაში, 36 წლის ქართველი ემიგრანტი თამარ დარჩია გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძემ გაავრცელა. როგორც კომენტარებიდან ირკვევა თამარ დარჩია ქალაქ ბარში იმყოფებოდა და ის მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. შოთო სიხარულიძე თამარ დარჩიას შესახებ ემოციურ ამბავზეც წერს. მისი თქმით, თამარმა შვილს იტალიიდან საჩუქრები გამოუგზავნა, რომელიც დაბადების დღისთვის მიუვა. "უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან შენს პატარა შვილს თამარ იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა, მან ხომ არ იცის რომ დედა გარდაიცვალა... არადა როგორ გიხაროდა და როგორ უხაროდა შაბათი დღის მოსვლა..... საშინელებაა მონატრებულ დედას რომ ვეღარ ჩაეხუტება და გულში ჩაიკრავს..... რა უსამართლო და სასტიკია ცხოვრება 36 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი დედა, რომლის გულმა ვეღარ გაუძლო ოჯახის და შვილის მონატრებას....
შენ ეხლა გაკლია დედის სითბო და ალერსი. შენს დაბადებას ელოდა დედაშენი, უხაროდა რომ შვილი მეყოლებაო, გაგაჩინა შენ, თვითონ კი საზღვარგარეთ ავად გახდა.... დედის ალერსს და სითბოს ვერავინ შეცვლის. შენი დედიკო ზეციდან მოგილოცავს დაბადების დღეს, ჩაგეხუტება და მოგეფერება სიზმრებში... შენ ხომ ღმერთის მოვლენილი ხარ და ღმერთი და დედა ზეციდან არასოდეს არ მიგატოვებს... უფალი გფარავდეს. გაიზარდე დიდი, და ჯანმრთელი..... (დედას პირველად ჰქონდა მარტში დაბადების დღე შენს გარეშე და შენ აპრილში პირველად დედის გარეშე.....) "შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს თამარ დარჩიას ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული."- წერს შოთო სიხარულიძე. ამავე თემაზე:
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - "ოჯახისგან შორს ყოფნას ვერ გაუძლო გულმა"179 1-ს მოსწონს
|