შოუბიზნესი ქართული შოუბიზნესი არსებობს კიდევ? 2012, 20 ივლისი, 17:10 ქართულ შოუბიზნესს იმაზე მეტად უჭირს ვიდრე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. ბოლოდროს, საქართველოში ძალინ პოპულარული გახდა არა საესტრადო არამედ სუფრული სიმღერები, რომელთა შემსრულებლებსაც ჟურნალისტები თავიანთ გადაცემებში საკმაო დროსაც კი უთმობენ, ამ ყველაფერმა ბუნებრივია გამოიწვია კრიტიკა და აგრესია იმ ხალხისა, ვინც კომპეტენტურია ამ სფეროში. ქართული შოუბიზნესი არ არსებობს, ამას რაც საქართველოში ხდება შოუბიზნესი არ ქვია. ბევრი ქართველი კარგი მომღერალია, მაგრამ ამ პირობებში რთულია წარმატების მიღწევა. უნდა ითქვას, რომ 4-5 წლის უკან უკეთესი შოუბიზნესი იყო ვიდრე ეხლა. საქართველოში, პრიმიტიული ხერხების გამოყენებით რომ ფრიად იოლია პოპულარობის მოპოვება და ნიჭიერის და ორიგინალურის იარლიყის დათრევაც, საამისო მაგალითების ვარსკვლავთცვენა გვაქვს. მცირე ხნის წინ, ქართულ მუსიკალურ სამყაროში ჯგუფი „დერვიშები“ გამოჩნდნენ. ჩვენი დროის პანკები ქართული მუსიკალური აზროვნების მწვერვალად შერაცხული სულიკოს გაშარჟებით შემოიჭრნენ „არენაზე“ და კონსერვატიულად მოაზროვნე საზოგადოების რისხვაც დაიმსახურეს. უფრო სწორად, თავად ასე ვარაუდობდნენ ჩანაფიქრში. თუმცა, მოკლე ხანში სულ სხვა შედეგი წარმოჩინდა. ქართული შოუბიზნესი არ არის მკვდარი! ის არც დაბადებულა!რაც ეს ტერმინი მოიგონეს, იმ დღიდან საქართველოში ყველა იძახის, რომ ქართული სიმღერა მოსასმენად არ ღირს.ამის შემდეგ კიდევ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ ავაღორძინოთ იგი? თუ აღორძინებაზე საუბრობთ, ჯერ გააჩინეთ, შემდეგ კი იშრომეთ, რომ როგორმე მიგიღოთ ქართულმა საზოგადოებამ! 335 3-ს მოსწონს |
იმიტომ მეზიზღება მარშუტკები და ასე შემდეგ : )
უნივერსიტეტის ეზოში გიტარით რო ჯდებიან ხოლმე ბავშვები და მღერიან, სულ ერთი მინდა ხოლმე, რომ აი ეს ''მომღერლები'' ჩამოვიდნენ ამ სცენიდან და ესენი ავიდნენ, მაგრამ ყველაფერი ფულია.
ის ფეხბურთიჩ იმიტომ არ ყვავის რომ ფულია, მის საქართველოც ფულია, ესტრეადაც ფულია, ყველაფერი ბიზნესად აქციეს და ნამდვილ ნიჭიერებს ათასში ერთხელ უმართლებთ