x
image
ელენე გუმა
იძებნება ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილი - ძებნის პროცესში მთელი "ტვიტერი" ჩაერთო
image



23 წლის ტურისტი ბრუკ ვინდსორი მამა-შვილს ეძებს, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი და რომლებიც ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ მხიარულად თამაშობდა.


აღნიშნული ფოტოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული.


როგორც ვინდსორი წერს, მან ფოტო ხანძრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე გადაიღო და უნდა რომ ფოტო ადრესატ ოჯახს მიაწვდინოს.



ძებნის პროცესში მთელი "ტვიტერია" ჩაბმული, ფოტო ვირუსულად ვრცელდება და მას უკვე 104 ათასი გაზიარება და 209 ათასი გამოხმაურება აქვს.


როგორც ამერიკელი ტურისტი აცხადებს, ფოტოზე თავად რომ იყოს აღბეჭდილი, აუცილებლად ენდომებოდა ამ სამსახსოვრო კადრის შენახვა, სწორედ ამიტომ დაიწყო ასეთი “კამპანია”.


"მე გადავიღე ეს ფოტო როდესაც ვტოვებდით ნოტერდამს, ერთი საათით ადრე, ვიდრე ის ცეცხლის ალში გაეხვეოდი. "ტვიტერ" შენ თუ გაქვს ჯადნოსნური ძალა დაეხმარე მათ იპოვონ ეს ფოტო "- წერს ტურისტი.


როგორც აღმოჩნდა, ვინდსორი თავად შეესწრო ხანძრის ფაქტს და ათასობით ადამიანთან ერთად შორიდან ადევნებდა თვალს ცეცხლში გახვეულ ტაძარს.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. 400 მეხანძრეს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.


უნიკალური არქიტექტურის მქონე ტაძარს 850 წელი ახლახანს შეუსრულდა. მის სანახავად პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩადიან და დღემდე გოთიკური სტილის უბადლო ნიმუშია.


image

0
2134
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0