კინო ჩარლი ჩაპლინი იუბილარია - მოისმინეთ ლეგენდარული მსახიობის უცნაური და რეალისტური აზრები 2019, 16 აპრილი, 0:15 დღეს, 16 აპრილს, სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის, იგივე ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღეა.
- ჩარლი ჩაპლინი - ინგლისელი კომედიური მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი, მიმიკური და იმპროვიზაციის ნიჭით დაჯილდოებული და უბრალოდ გენიალური ადამიანი. პიროვნება, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად სულაც არ ეცინებოდა. - პატარა ტანის, ხელჯოხიანი და ქვაბურქუდიანი კაცუნა, რომლის მთელი ცხოვრება საინტერესო, შემზარავი და სკანდალებით სავსე თავგადასავალი იყო. -საინტერესოა, რომ 5 წლის ჩაპლინმა დედამისი უხერხული შემთხვევისგან იხსნა. როცა ''მიუზიკლ-ჰოლის'' მსახიობ დედას სცენაზე მოულოდნელად ხმა წაერთვა, მაყურებელის წინაში ჩარლი წარსდგა. ჩარლი გამოსვლამ და იმპროვიზაციამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და წარმოდგენა ჩავარდნისგან იხსნა.
- - მსახიობს მიღებული აქვს კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის 3 ჯილდო.
- 1999 წელს იგი მოხვდა ყველა დროის საუკეთესო მსახიობ მამაკაცთა ათეულში.
- 2008 წელს მარტინ სიფმა მის შესახებ წიგნი დაწერა. ერთგან იგი ჩარლიზე ამბობს:„ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1925 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ...''
- - ჩაპლინი 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში გარდაიცვალა. - კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია, რამდენიმე ათეული წლის წინ მსოფლიოს პრესებში გავრცელებული ინფორმაცია, ჩარლი ჩაპლინის საფლავის მძარცველების მიერ გატაცების შესახებ. გამტაცებლებმა ჩაპლინის ოჯახს 100 000 დოლარი მოსთხოვეს, ოჯახს ამდენი თანხა არ გააჩნდა. სამართალდამცავების ხრიკის წყალობით, გამტაცებლები დაიჭირეს, ხოლო ჩაპლინის საფლავი ჩააბეტონეს, რათა ასეთი შემთხვევა კიდევ არ განმეორებულიყო. - გთავაზობთ ამ გენიალური პიროვნების უცნაურ, საინტერესო, დამაფიქრებელ და მრავლისმომცველ აზრებს, გამონათქვამებს. - - • დედა ისეთი მხიარული და უდარდელი იყო, როგორ შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყო? ასე მგონია, განზრახ გაგიჟდა, რომ ჩვენზე არ ეფიქრა.• ცხოვრება მშვენიერია — მედუზისთვისაც კი.• უბრალოება სულაც არ არის უბრალო საქმე.• ამერიკა აღარაფერში მჭირდება და არასდროს დავბრუნდები იქ, თუნდაც პრეზიდენტი თვით იესო ქრისტე გახდეს.--• პატრიოტიზმი ყველაზე დიდი სიგიჟეა, რაც კი ოდესმე სტანჯავდა სამყაროს.• ცხოვრება — ეს ის პიესაა, რომლის რეპეტიციასაც ვერ გაივლი. ამიტომ იმღერეთ, იტირეთ, იცეკვეთ, იცინეთ და მანამდე იცხოვრეთ სრული სისავსით, სანამ ფარდა არ დაეშვება და სცენა უაპლოდისმენტებოდ არ დასრულდება.• როცა მოხუცს უცურდება ფეხი ბანანის ქერქზე და ძირს ეცემა, არავის გვეცინება, ხოლო თუ იგივე მედიდურ, ქედმაღალ მდიდარ ჯენტლმენს ემართება — ხარხარს ვერ ვიკავებთ.--• ფროიდისგან განსხვავებით, მე სულაც არ მგონია, რომ ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორი სექსია. მიმაჩნია, რომ სიცივე, შიმშილი და სიღატაკე ბევრად უფრო ღრმად განსაზღვრავს მის ფსიქოლოგიას.• ჩემი ტკივილი შეიძლება აცინებდეს ვიღაცას, მაგრამ ჩემმა სიცილმა არ შეიძლება ვინმეს ატკინოს.• როცა ხმოვანი კინოს ეპოქა დაიწყო, ჩემი გმირის აღსასრულის დღე დადგა: წარმოდგენა არ მქონდა, როგორი ხმა ჰქონდა მას.- -• სარკე ჩემი ნამდვილი მეგობარია, იმიტომ რომ როცა მე ვტირი, ის არასდროს იცინის.• ერთი კაცის მომკვლელი მკვლელია, ხოლო ათასისა — გმირი.• ადამიანის ნამდვილი ხასიათი სიმთვრალეში ვლინდება.
ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი --------------------------------------------იხილეთ ავტორის სხვა საინტერესო სტატიები--------------------------------culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!--------------------------------ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს--------------------------------მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა--------------------------------U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!--------------------------------''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა--------------------------------სინგაპურმა - ლიდერმა ქვეყანამ საერთაშორისო განათლების სფეროში საღეჭი რეზინები, როგორც სკოლაში, ისე მთელ ქვეყანაში აკრძალა--------------------------------ჭკვიანი კაცის ქცევის 15 წესი--------------------------------სტილის 10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან--------------------------------მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება--------------------------------206 2-ს მოსწონს
|