სიახლეები ქართველმა გოგონებმა, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე იაპონია, კანადა და კიდევ 36 ქვეყანა ჩამოიტოვეს 2019, 13 აპრილი, 20:34 გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა(EGMO 2019) საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2019 წლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკრაინაში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ევროპისა თუ აზიის 50-მა ქვეყანამ მიიღო.
-
- საქართველო გოგონათა გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა:
1. თამარ კორკოტაშვილი - 16 წლის - ვერცხლის მედალი 2. ანა ონოპრიშვილი - 16 წლის - ოქროს მედალი 3. ქეთი სულამანიძე - 16 წლის 4. მარიამ ივარდავა - 15 წლის - ვერცხლის მედალი
საქართველომ აღნიშნულ საერთაშორისო ოლიმპიადაში რეიტინგში მე-11 ადგილი დაიკავა და ჩამოიტავა იაპონია, ავსტრალია, საფრანგეთი, ბრაზილია, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია, კანადა, საბერძნეთი, შვეიცარია, ესპანეთი, ფინეთი და კიდევ 26 სხვა ქვეყანა.
- ოქროს მედალი სულ 19 მონაწილემ მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი 16 წლის ანა ონოპრიშვილია. რეიტინგში 24-ეა - თამარ კორკოტაშვილი, 56-ე მარიამ ივარდავა, 149-ე - ქეთი სულამანიძე.
- აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მარტში, კომაროველმა მოსწავლეებმა რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო შეჯიბრში ( 190 მოსწავლე 23 ქვეყნიდან) გვასახელეს – ალესანდრე ხოსიაშვილმა ოქროს, ხოლო გიორგი კლდიაშვილმა, ვანო გამეზარდაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
- 2019 წლის გოგონათა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული, პირველადგილოსანი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები გახდა.
მეორე ადგილზე - უკრაინა გავიდა, ხოლო მესამეზე - ბულგარეთი.
-
ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი --------------------------------------------იხილეთ ავტორის სხვა საინტერესო სტატიები--------------------------------culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!--------------------------------ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს--------------------------------მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა --------------------------------U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!--------------------------------''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა--------------------------------სინგაპურმა - ლიდერმა ქვეყანამ საერთაშორისო განათლების სფეროში საღეჭი რეზინები, როგორც სკოლაში, ისე მთელ ქვეყანაში აკრძალა--------------------------------ჭკვიანი კაცის ქცევის 15 წესი--------------------------------სტილის 10 გაკვეთილი ჯორჯო არმანისგან--------------------------------მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება--------------------------------1340 1-ს მოსწონს
|