x
image
ზოგადი განათლება
უკვე ცნობილია თუ რომელი პროფესიის წარმომადგენლებს და რამდენით გაეზრდებათ ხელფასები 2019 წელს
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხელფასების გაზრდის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, მან დაანონსა ხელფასების ზრდა სამხედრო მოსამსახურეთათვის:

''2019-2020 წლებში საქართველოში ხელფასები გაეზრდება 7 526 სამხედრო მოსამსახურეს მათი წოდების შესაბამისად''


image

„მინდა შეგახსენოთ, რომ ამავე დროს 2018 წლის ზაფხულიდან შსს-ს თანამშრომლებს, თითქმის 14 ათას მოქალაქეს გაეზარდა ხელფასი, ეს პროცესი გაგრძელდება. 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს. ეს არის დაახლოებით 2900 მოსამსახურე. პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



ხელფასების ზრდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვისაც დაგეგმილია.


მნიშვნელოვანი ინფორმაციაა აგრეთვე ის, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს. კერძოდ: ''2019 წლიდან დაიწყება სკოლების პედაგოგების, დირექტორების და თანამშრომლების ხელფასების გაზრდა''.


გეგმისამებრ, 2022 წლისათვის მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 1800 ლარამდე გაიზრდება, ხოლო უმაღლესი კატეგორიის პედაგოგების - 2000 ლარამდე და მეტი.

2
1763
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1763
  
2019, 4 იანვარი, 20:18
ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ, პირიქით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მასწავლებელი არის გმირი, ყველა დააფასეს მის გარდა, იცით რომ მთელი ჩემი ხელფასი ისევ სკოლის რესურსებში ჩავდე?იცით რომ ამ ხელფასით ვიხდი ქსეროქსის, ლეპტოპის, პროექტორის განვადების ფულს,რომელიც მარტო იმისთვის შევიძინე მოსწავლეების სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და ხალისიანი გავხადო, იცით რომ ჩემი შვილები საყვედურებით მავსებენ სხვისი შვილებისთვის ყიდულობ ყველაფერს და ჩვენ გვაკლებო, რამდენია ჩემნაირი მასწავლებელი,რომელიც თავის ენერგიას არ ზოგავს სკოლისთვის?და ჩვენ არ გვჭირდება დაფასება ხომ? ჩვენ უნდა ვიყოთ კანონმორჩილი ყურმოჭრილი მონები, რომლისკენაც ზემოთხოვნებია და დაფასება ნული!
2019, 3 იანვარი, 10:47
სკოლის მასწავლებელებს ხელფასი გაეზარდოთ კი არა,ბევრი მათგანი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან,ისე ამახინჯებენ მომავალი თაობების სულსა და გონებას! დიახ, არ მოგესმათ! მე ხშირად მაქვს შეხება ( ვმუშაობ ერთ- ერთ კოლეჯში და სასწავლო ცენტრში) სხვადასხვა კლასის,მათ შორის მე-12 კლასის მოსწავლეებთან და თამამად შემიძლია ვთქვა - საქართველოს ბევრ რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში ფაფტიურად ჩაშლილია სწავლება,გაზარმაცებულ - გაზულუქებული პედაგოგების დიდი ნაწილი არავითარ სწავლებას არ წარმართავს -ისინი ფულის მშოვნელ მანქანებად გადაიქცნენ, ეწევიან რეპეტიტორობას, გაკვეთილზე კი საუბრობრნ აბსურდულ თემებზე, ტრაბახობენ საკუთარი შვილევის მიღწევებით( სხვისას კი ამის საშუალებას ართმევენ!), ან ცუღლუტი მოსწავლეებივით დროის ,,წახალტურებას"ცდილობენ და... შედეგიც კატასტროფული! სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ არ იცის ელემენტარული, დაწყებითი სკოლის პროგრამაც კი... აზროვნება ასევე - განუვითარებული! არადა, როგორც კი ვიწყებთ ყველაფრის თავიდან დაწყებას,უნდა განახათ, როგორ ცდილობენ,განიცდიან დაკარგულ დროს! არადა, ამ ახალგაზრდებს აბსოლუტურად საღი გონება აქვთ,რომელიც მათმა ე.წ.ვაი- პედაგოგებმა დაუჩლუნგეს წლების განმავლობაში!!! არაა ეს კატასტროფა? ვის ჭირდება ამისთანა სკოლა და პედაგოგი, თუარა დუშმანსა და მტერს! აი ასეთი უბედურება გვჭირს სხვა მრავალთან ერთად. .. ან იქნებ შეგნებული მტრობასათან გვაქვს საქმე,რათა უფრო ადვილად გახრწნან და გადააგვარონ ჩვენი სული სხეული.. მომავალი.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო.. ვინ ან რატომ დაანგრია ჩვენი სასწავლო სისტემა ასე, ყველაზე წმინდა ასე რატომ გაუწმინდურდა/ ვინ იცის...
0 1 2