საზოგადოება სამების საკათედრო ტაძრის მოხატვას ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს 2019, 12 აპრილი, 13:47 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა იღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და საერთოდ ქვეყანაში არსებულ სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას.
ბ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას, და კვალიფიციური კადრების მომზადებას . რომელთაც სურვილის შემთხვევაში უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და მითუმეტეს ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიმტკიცის დაცვას. და მომავალი თაობის სწორედ აღზრდას. რომ სასიხარულოა, განათლების სფეროს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად გამოცხადება და ამ მიმართულებით დიდი სახსრების გაღება. და რომ პირველ რიგში აუცილებელია პედაგოგების ავტორიტეტის ამაღლება . ხელფასების გაზრდა და სასკოლო პროგრამების დახვეწა . მისმა უწმინდესობამ სტუმარს სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარე სამუშაო პროცებებიც გააცნო. რომელიც “ ქართუ " ბანკიდან ფინანსდება. ბ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა სრულიად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა ბ. ბიძინა ივანიშვილი და წარმატებები უსურვა . ასევე დააინტერესებთ : "ჩემი ინიციატივით დაიწყო სამების დიდებული საკათედრო ტაძრის მშენებლობა, "ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან რა ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო რელიგიებს შორის ხანმა მოსთხოვა, რომ მღვდელმთავარი ჩასულიყო და მისი ბრმა მეუღლე განეკურნა ათონზე მხედრებმა ივერიელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება მოსთხოვეს მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები
35 შეფასება არ არის
|