საზოგადოება შეიძლება თუ არა შინაურ ცხოველად მგლის ყოლა, რამდენად გონიერი ცხოველია ძაღლი 2019, 28 იანვარი, 23:45 არა! _მგლის ყოლა ეს ნადვილად სახიფათოა.! მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ სახეობად ითვლება და მისი მოთვინიერება შეუძლებელია . რუხი მგლები ოჯახურ ჯგუფებად, ანუ ხროვებად, ცხოვრობენ. ისინი საკვებს ერთად დაეძებენ. და როცა ნადირს მიაგნებენ, თავს ჯგუფურად ესხმიან.
რამდენად გონიერი ცხოველია ძაღლი.??? ზოგიერთი ძაღლი განსაკუთრებული გონიერებით გამოირჩევა. ყველაზე ჭკვიან ძაღლებს ადამიანთა გვერდით სამუშაოდ წვრთნიან. მაგალითად, კოლის ჯიშის ძაღლს ფერმებში ამუშავებენ. ისინი ცხვრის ფარას მწყემსავენ. და მათზე მონადირა მელიებსა თუ სხვა მტაცებელი ცხოველებისაგან იცავენ. შეუძლიათ თუ არა ცურვა ძაღლებს??? ზოგი ჯიშის ლეკვი სირბილს შეძლებს თუ არა, ცურვასაც მაშინვე სწავლობს. ცურვის დროს ძაღლები და ლეკვები ფეხებს წყალში ისე ამოძრავებენ, როგორც სირბილის დროს, ამიტომ ასეთი სტილის ცურვას“ ძაღლურს" უწოდებენ. ბასეტჰაუნდებს ცურვა ძალიან უჭირთ რადგან მეტისმეტად მოკლე ფეხები აქვთ. ძაღლები თავიანთ პატრონებს მართლა ჰგვანან??? პნამდვილად სადაო საკითხია. ზოგიერთ მაღალ და გამხდარა ადამიანს ხშირად გრძელი, მაღალი და გამხდარი ძაღლი ჰყავს, ზოგიერთ დაბალ და მსუქან პატრონს _ დაბალი და ჩასკვნილი. ანდა შეიძლება სულაც არ იყოს ასე. 414 3-ს მოსწონს
|