ათონზე ლათინთაგან მოწყვეტილი წმინდა მამების ხსენების აღნიშვნა ათონის მთიდან დაიწყო და შემდგომ თანდათან დამკვიდრდა სხვა ეკლესიებშიც.
![ათონზე მხედრებმა ივერიელ ბერებს
კათოლიკური სარწმუნოების მიღება
მოსთხოვეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019030700271382646.png)
როგორც ცნობილია ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე მეათე საუკუნის 50 იანი წლებიდან დაიწყეს დასახლება და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა
ივერონად წოდებული ერთ_ერთი უდიდესი მონასტერი .
ათონის წმინდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები. მეცამეტე საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1253 - 1306 წლებში რამდენჯერმე ააოხრეს.
მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისთვის მხეცურად ამოწყვიტეს . ამ დროს ათონის ივერთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები. და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერ მონაზონთა ახალი თაობა.
![ათონზე მხედრებმა ივერიელ ბერებს
კათოლიკური სარწმუნოების მიღება
მოსთხოვეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019030700274182646.png)
მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესის აღიარება მოსთხოვეს. მამებმა ისინი ამხილეს და ანათემას გადასცეს მომხდურები ერესის ქადაგებისათვის .
![ათონზე მხედრებმა ივერიელ ბერებს
კათოლიკური სარწმუნოების მიღება
მოსთხოვეს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019030700280182646.png)
როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან მათგან უხუცესნი 200 მდე, მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს . უფრო ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე ბერები, რომელთა უმეტესობა ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად .
ეს ამბავი ივერთა ლავრაში ერთ_ერთი ცნობით 1259 წელს მომხდარა.