რელიგია ხანმა მოსთხოვა, რომ მღვდელმთავარი ჩასულიყო და მისი ბრმა მეუღლე განეკურნა 2019, 7 მარტი, 23:53 წმინდა ალექსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველთმოქმედი დაიბადა 1292 წელს მოსკოვში. ჩერნიგოველ მთავართა ოჯახში.
უფალმა ადრე განუცხადა მღვდელთმთავარს თავისი მაღალი მოწოდება. 12 წლის ელეფთერმა ბადეები გაშალა ჩიტების დასაჭერად, თავისდა უნებურად ჩასთვლიმა და ცხადად ჩაესმა: “ ალექსი, ამაოდ რად შვრები? შენ ადამიანთა მებადური უნდა გახდე. "
ამ დღიდან მოყოლებული ყმაწვილს მარტოობა შეუყვარდა . ხშირად დადიოდა ტაძარში და 15 წლისამ მონაზვნად შედგომა გადაწყვიტა. 1320 წ. იგი მოსკოვის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც 20 წელზე მეტი ხანი დაჰყო მკაცრ მოღვაწეობაში. ამ დროს რუსეთის ეკლესიაში აშლილობა და შფოთი სუფევდა, ლიტვისა და ვოლინის მიტროპოლიტის, რომანის პრეტენზიების გამო. 1356 წელს მღელვარებისათვის ბოლო, რომ მოეღო, მღვდელმთავარი კონსტანტინეპოლში მსოფლიო პატრიარქთან. “უცხოგრაფის“ მიერ გადაღებული ქალაქ თელავის ულამაზესი ფოტოები წმინდა ალექსი გულმოდგინედ ზრუნავდა თავის სამწყსოზე, ნიშნავდა ეპისკოპოსებს, აარსებდა მონასტრების, აგვარებდა ურთიერთობებს ურდოს ხანთან. წმინდანი არაერთხელ გამხდარა იძულებული თავად ემოგზაურა ოქროს ურდოში, 1357 წელს ხანმა დიდ მთავარს მოსთხოვა, მღვდელმთავარი ჩასულიყო მასთან, და განეკურნა მისი ბრმა მეუღლე .“ ამ საქმის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ მე მწამს, რომ იგი ვინც ბრმა განკურნა არ უგულებელყოფს სარწმუნოებით აღვლენილ ლოცვას. " თქვა ნეტარმა ალექსიმ, და მართლაც მისი ლოცვით და ნაკურთხი წყლის სხურებით, ხანის მეუღლე განიკურნა . წმინდა ალექსიმ 78 წელი იცხოვრა, ის სასწაულებრივად აღესრულა და აქედანვე იწყება მისი, როგორც წმინდა მღვდელმთავრის თაყვანისცემა. 334 2-ს მოსწონს
|