x
image
Teklamaisuraze
ათონზე მხედრებმა ივერიელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება მოსთხოვეს
ათონზე ლათინთაგან მოწყვეტილი წმინდა მამების ხსენების აღნიშვნა ათონის მთიდან დაიწყო და შემდგომ თანდათან დამკვიდრდა სხვა ეკლესიებშიც.

image

როგორც ცნობილია ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე მეათე საუკუნის 50 იანი წლებიდან დაიწყეს დასახლება და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა ივერონად წოდებული ერთ_ერთი უდიდესი მონასტერი .

ათონის წმინდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები. მეცამეტე საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1253 - 1306 წლებში რამდენჯერმე ააოხრეს.


მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისთვის მხეცურად ამოწყვიტეს . ამ დროს ათონის ივერთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები. და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერ მონაზონთა ახალი თაობა.

image

მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესის აღიარება მოსთხოვეს. მამებმა ისინი ამხილეს და ანათემას გადასცეს მომხდურები ერესის ქადაგებისათვის .

image

როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან მათგან უხუცესნი 200 მდე, მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს . უფრო ახალგაზრდა და ჯანღონით სავსე ბერები, რომელთა უმეტესობა ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად .

ეს ამბავი ივერთა ლავრაში ერთ_ერთი ცნობით 1259 წელს მომხდარა.



0
434
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0