x
image
Teklamaisuraze
და სახეზე ვუყურებ,.. გაუნათდა... დღესაც მახსოვს იმისი ცოდვები

როგორ უნდა მოიქცეს მოძღვარი როცა ისმენს აღსარებას

იყო ერთი ასეთი შემთხვევა, მე ვარ ბათუმში ახალი, ახალგაზრდა მღვდელი, 26 წლის. მოვიდა ახალგაზრდა ვაჟი, ძალიან კარგი შესახედაობის, ლამაზი, ჭკვიანი.

image

ბათუმი ახლა, მოგეხსენებათ ზღვისპირა ქალაქია და განსაკუთრებით ზაფხულში იქ ბევრი საცდურია . დიდი ნიკადია ცდუნების .

- მიყვება, მამაო აი ასე, აი ასეა... ბერძენი ეროვნებით, ასე მომდის ასე, მოკლედ ჩამოთვლა მთელი რიგი ენციკლოპედია ცოდვების.

რამდენი წლის ხარ მეთქი, ჩვიდმეტისო. და სახეზე ვუყურებ. მე ამ შემთხვევაში კარგი მეხსიერება მაქვს. დღესაც მახსოვს ის ცოდვები., სახეზე ვუყურებ და ისეთი თვალები აქვს ჩამქრალი და ერთადერთი ნაპერწკალი აქვს დარჩენილი. ეკლესია და აღსარება .

მე რომ ვუთხრა ეს რა გიქნია, შენი საქმე წასულია, რა გეშველება მეთქი. ეს ბიჭი წავა და მტკვარში ან მდინარეში დაიხრჩობს თავს.ან გადახტება ან ჩამოიხრჩობს თავს. მოკლედ უკანასკნელი ნავსაყუდელი ეს არის, აღსარება.

და მე უწმინდესისგან მაქვს მოსმენილი, რომ არასოდეს არ შეკრთეო. არასოდეს არ მიიღო სახე ისეთიო რომ ვითომ ან გაგიკვირდა, ან შეურაწყოფილი ხარ. იმიტომ, რომ, მაშინ კომუნისტების დრო იყო, ჯერ შეიძლება მოგზავნილია ეს აღმსარებელი, უნდა რომ შეგაცდინოს, მეორე შეიძლება ბოლომდე მორწმუნე არ იყოს და რომ არ დააფრთხო, ყველაფერი აღიქვი ნორმალურად, დინჯად. ეს მახსოვდა და დღესაც მახსოვს.

და გააგრძელა ამ ბიჭმა აღსარება. უკვე მისი აღსარების მოსმენის თავი კი აღარ მაქვს, უკვე იმაზე ვფიქრობ, ვევედრები ღმერთს, რაღაცით დამაჯილდოვე, ამ ბავშვს მივცე შველა . რომ ამ ბავშვმა შვება იგრძნოს, რომ თავი გადაირჩინოს, თორემ... ღმერთო, მე არა მაქვს იმისი ჭკუა და გონება...

თან ყვება ეს ბიჭი, ... რამდენი წლის ხარ მეთქი, ვითომ დამავიწყდა.

- ჩვიდმეტი წლისო.

- შე კაცო, მე ვუთხარი, .. მე 14 წლის ვიყავი ეგ ცოდვები ჩადენილი რომ მქონდა მეთქი . და ვუყურებ ... შეხედე სახეში... იცი? როგორც ცუდ ამინდში, უცებ რომ მზე ამოვიდეს, გაუხდა ასეთი სახე. აენთო თვალები. აი პატარა ბავშვივით.

image

და 52 წელიწადია ათონზე ბერად არის ის ბიჭი . 52 წელი...

მე რომ მისთვის მეთქვა არ არის კარგად შენი საქმე, რა გეშველება . რა მოუვიდოდა. მე დავიდებდი ცოდვას. მე ვიქნებოდი დამნაშავე.

აი ეს არის ჩვენი მოვალეობა, მოძღვრის მოვალეობა.

მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები

imageხანმა მოსთხოვა, რომ მღვდელმთავარი ჩასულიყო და მისი ბრმა მეუღლე განეკურნა

imageათონზე მხედრებმა ივერიელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება მოსთხოვეს

image

0
328
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0