არქიტექტურა "ჩემი ინიციატივით დაიწყო სამების დიდებული საკათედრო ტაძრის მშენებლობა, "ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან 2019, 7 თებერვალი, 16:02 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გადავწყვიტე დახმარებისათვის ქართველი ბიზმესმენებისათვის მიმემართა. მათთან საშუამავლოდ მაშინ საქართველოში ნაკლებად ცნობილ, მაგრამ რუსეთის მასშტაბით ერთ_ერთ წარმატებულ ქართველ ბანკირს, ბიძინა ივანიშვილს მოვუხმე. ვთხოვ იქნებ ორგანიზება გაუკეთოთ ქართველ ბიზმესმენებს რომ ტაძრის აშენება ქართულმა ბიზნესმა ითაოს მეთქი. ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან დააამანაც მათქმევინა. მაგრამ რას ვიფიქრებდი თუ ძირითად ტვირთს თავის თავზე სწორად ის აიღებდა. მითხრა ორიოდე დღე მადროვეთ, შევისწავლი ყველაფერს და დაგირეკავთო. მართლაც ორ დღეში დამირეკა, მერე მოვიდა და მითხრა.“ მე დავაფინანსებ ტაძრის მშენებლობას, დაფინანსება კი იმაზე უფრო მეტი იქნება ვიდრე გგონიათ. " მართლაც მშენებლობა ათეულობით მილიონზე მეტი დაჯდა. ![]() ![]() ![]() ტაძარი მართლაც დიდებული გამოვიდა. მისი სიმაღლე 98 მეტრია, სიგრძე 70 მეტრი ხოლო სიგანე 64 მ. ფართობი 5000კმ. ტაძარში 9 ეკლესიაა და 12 სატრაპეზო, მისი გუმბათის მოოქროვილი ჯვარი 7 მ სიმაღლისაა . ტაძრისთვის 9 ზარი და მათ შორის 8200 კგიანი დედაზარი გერმანიაში ჩამოისხა . სამება მართლაც საქართველოს ლოცვაა, ქვასა და მარმარილოში განსხეულებული . 2004 წლის 23 ნოემბერს ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა . მე ვიდექი მრევლს შორის და ვგრძნობდი სულიერ სიმშვიდეს . ვიდექი და ვლოცულობდი ჩემი ოჯახისათვის, შვილების და შვილიშვილებისათვის, ჩემი ქვეყნისათვის, ნანული ელოდა ამ დღეს, მაგრამ ვერ მოესწრო. ![]() 121 1-ს მოსწონს 1-ს არა
|