x
image
Teklamaisuraze
რომის დაარსების ლეგენდები

ბევრი ძალიან დიდი ქალაქია მსოფლიოში. მაგრამ მარადიული მხოლოდ რომია. აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრში აღმართული. მშვენიერი და მარად უჭკნობი.

image

ეპოქებმა ვერაფერი დააკლეს მის ძლიერებას და მშვენიერებას, ხოლო ისტორიულმა მშვენიერებამ შემოგვინახა გენსაცვიფრებელი ამბები.

დიდებული არქიტექტურული ნაგებობები, სასახლეები თუ ბაღები, ბებერი ტიბრი - მდინარე სრულიად იტალიისა და მშობელი რომის სიცოცხლისა და უკვდავებისა.

image

ვინ? ვის ხელმა აღმართა და ააშენა ეს უკვდავი ქალაქი . ქალაქი იმპერატორებისა და დიდი კონსულებისა. ქალაქი უდიდესი პოეტებისა და კიდევ უდიდესი პოლიტიკოსებისა. უდიდესი ადამიანური ვნებათღელვისა და ეპოქალური შერკინების ქალაქი.

გადმოცემების თანახმად ქ. რომის დაარსება მოხდა ასე:

ტროას დიდი იმის შემდეგ, დამარცხებული მცირეაზიელი ბერძნები, გმირი ენეასის წინამძღოლობით, სამშობლოდან გადაიხვეწნენ და რამდენიმე გემით , ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაპირებისკენ გაემართნენ . ლტოლვილებს შორის იყო ენეასის ერთერთი რძალიც - სახელად რომა.

image

ბევრი განსაცდელი გადაიტანეს, გადახვეწილმა ბერძნებმა . სად არ ჩაუშვეს ღუზა, მაგრამ არცერთი ადგილი არ მოეწონათ. აი, როგორც იქნა მიადგნენ აპენინის დასავლეთ სანაპიროს . მდინარე ტიბრის შესართავს, აუყვნენ მას და ერთგან ღუზაც ჩაუშვეს, როცა მამაკაცები ნაპირზე გადავიდნენ, რომ გარემო შეესწავლათ და ადგილიც შეერჩიათ, გაუთავებელი მოგზაურობით შეწუხებულმა რომამ დაწვა გემები, რომ გზა აღარ გაეგრძელებინათ, და დასახლებულიყვნენ.

image

მართლაც გემების გარეშე დარჩენილმა ბერძნებმა გზა ვეღარ გააგრძელეს, დასახლდნენ ტიბრის შესართავთან, და თავიაანთ დასახლებას შეარქვეს რომა.

image

უფრო დრამატულია მეორე ლეგენდა,

რომულსა და რემზე, ტყუპ ძმებზე. რომელთა ბედი ძალიან წააგავს წმინდა წიგნში ასახულ ერთ ძალიან ცნობილ ამბავს.

ბერძნების მიერ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე დაარსებულ ქალაქ ალბა - ლონგას მმართველს, ნუმიტორს ჰყავდა ბოღმითა და შურით აღსავსე უმცროსი ძმა, რომელსაც უფროსი ძმის მოშორება და ტახტზე ასვლა ჰქონდა ჩაფიქრებული. მან სურვილი აისრულა, ტახტიდან ჩამოაგდო ქალაქის მბრძანებელი, უფროსი ძმის ვაჟიშვილი საიქიოს გაისტუმრა, ხოლო5ქალიშვილი რეა - სილვია, წარმართული ღვთაების ტაძარში ძალით აღკვეცა. რომ ამ გზით ძმის შთამომავლობა შეეწყვიტა.

image

მაგრამ რეა სილვია დაორსულდა, ლეგენდის თანახმად ბერძნული ღმერთის დახმარებით, და შვა მშვენიერი ტყუპები. შეშინებულმა ავსულმა ტყუპების წყალში გადაყრა ბრძანა.

კეთილმა მონამ კი შეიბრალა ბავშვები და ტიბრში გადაყრის ნაცვლად მდინარის პირას დატოვა და მოკურცხლა. ბავშვების ტირილის ხმა ძუ მგელმა გაიგონა . რომელმაც დედის საგივრობა გაუწია . ეს კეთილი მგელი დღესაც რომის სიმბოლოდ ითვლება.

image

ერთ დღესაც მგლის ბუნაგში დატოვებული ბიჭები მწყემსმა იპოვა და გაზარდა. სწორედ ამ მწყემსმა შეარქვა სახელები, რომულუსი და რემუსი.

ბიჭები გაიზარდნენ. შეიტყვეს სიმართლე, შეძლეს ბოროტი ავსულის, მათი პაპის ძმის, თავიდან მოშორება და ხელისუფლება ნუმიტორს დაუბრუნეს. ხოლო თვითონ ახალი ქალაქების დაარსება დაიწყეს.

ასევე დააინტერესებთ

რამზეს XII ეთათბირა ღმერთებს და ტახტის მემკვიდრედ თავისი 22 წლის ვაჟი რამზესი გამოაცხადა

image

მაგრამ თეზევსს დიდი ხანია სწვავდა ცეცხლი ჰერაკლესავით საგმირო საქმეების ჩადენისათვის

image

ჭაბუა ამირეჯიბის ძალიან ემოციური შეხვედრა ციხეში თავის პატარა დასთან

image

გულაგების ციხის აჯანყების მეთაური, ჭაბუა ამირეჯიბი

image

0
545
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0