ქალი და მამაკაცი როგორი შეიძლება იყოს სექსი სიყვარულის გარეშე? 2012, 20 ივლისი, 9:33 ქალის და მამაკაცის ურთიერთობა შედგება 3 კომპონენტისაგან: სექსი, მეგობრობა და სიყვარული. ურთიერთობა შეიძლება იყოს ჰარმონიული და მას განვითარების საშუალება ეძლევა მხოლოდ ამ სამივე კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, ანუ იდეალში ურთიერთობა ეს არის სამი კომპონენტის კოქტეილი, რომლებიც სხვადასხვა პროპორციებითაა შერეული. ყოველ ურთიერთობას აქვს განსხვავებული კომპოზიცია, კომპონენტების განსხვავებული ხარისხი და გემო.
რა არის სექსი სიყვარულის გარეშე? ეს არის ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ინტიმს. ასეთ ურთიერთობაში ძირითადი კომპონენტი სექსია. მაგრამ მხოლოდ სექსია ასეთ ურთიერთობაში? გქონიათ შემთხვევა, რომ სექსი გქონიათ ქალთან, რომელიც არც თუ ისე მოგწონდათ? ან უბრალოდ არ მოგწონდათ? მე ყველა ქალი მომწონს წამოიძახა 15 წლის სკოლის მოსწავლემ. რა ასეც ხდება? იკითხა 18 წლის ქალიშვილმა...
დიახ ხდება. თუ თქვენ ხუმრობა, ხუმრობაში მიაღწიეთ იქამდე, რომ ქალმა გახდა დაიწყო უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ასეთ დროს ქალის მიტოვებას სიკვდილი ჯობია, ის ამას არასოდეს გაპატიებთ, მერე რა რომ ის არ მოგწონთ. აი ასე ხდება... მერე მოგეწონა? ამ კითხვაზე შეიძლება მივიღოთ 4 პასუხი.
1)"საშინელება იყო, ტყუილად დავკარგე დრო"_ე.ი. არ იყო მეგობრობა და არ იყო სიყვარული. სავარაუდოდ შემდეგში ასეთ მახეში აღარ გაებმები. ხო მართლა ასეთ სიტუაციაში ხშირად ჩვენი სხეული გვეხმარება... ცუდი ფსიქოლოგიური კავშირისგან შეიძლება მამაკაცს ერექცია არც კი ჰქონდეს :) თუმცა ალბათ ასეთ სიტუაციაში აღმოჩენას თავის დროზე გაქცევა ჯობია.
2)"ისე რა, ნორმალურია... მე ეს გავაკეთე!!!"_არ არსებობდა მეგობობა, მაგრამ იყო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ... ვაა როგორი სექსუალური გიგანტი ვარ, დიდი სექსის შემოქმედი, ცოცხალი კაზანოვა. ნაცნობი სიტუაციაა? რატომ არ იყო მეგობრობა? იმიტომ რომ თქვენ ადამიანები ხართ სხვადასხვა პლანეტიდან და სალაპარაკო არაფერი გაქვთ. სხვადასხვა ინტელექტი, ცხოვრებისეული მიზნები და პრიორიტეტები. შენ გქონდა სექსი უცხოპლანეტელთან, რომელიც მთვარიდან ჩამოვარდა. მოდით უკან მოვიტოვოთ ეს ორი არასასიამოვნო სიტუაცია და ჩავთვალოთ, რომ გოგონა თქვენ უფრო მოგწონთ ვიდრე არა. 3)"ოოო ის ისეთი სექსუალურია, მე გამიმართლა, რომ ასეთი ქალი ჩავიწვინე საწოლში, ჩვენ ძალიან კარგად დავისვენეთ"_ფორმულირება "ჩვენ" და პარტნიორის ღირსებების აღნიშვნა მეტყველებს ურთიერთობაში მეგობრობის და რაღაც დონეზე დაფასების არსებობაზე. საწოლშიც სავარაუდოდ თავისუფალი ურთიერთობა გქონდათ, ორივემ თავისებური "კაიფი" მიიღეთ და დაისვენეთ. საკმაოდ მისაღები ურთიერთობაა, მაგრამ ორივე რაღაც დაუკმაყოფილებლობას გრძნობთ, ეს კი ცუდია. ასეთი შეხვედრები შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ერთ-ერთი თქვენგანი არ იპოვის სხვა პარტნიორს, რომელიც უფრო ეყვარება, ან რომალსაც უფრო ეყვარება ის. 4)"ის ისეთი საყვარელია-ნაზი, ჭკვიანი, სასიამოვნო უყველა ურთიერთობაში, ჩვენი ბოლო შეხვედრა დაუვიწყარი იყო, სულმოუთქმელად ველოდები ჩვენს შემდეგ შეხვედრას"_აქ შეიმჩნევა მეგობრობაც და სიყვარულიც. მერე რა რომ ის ასეთი ერთადერთი არ არის მსოფლიოში. შენ რა გინდა რომ ის ერთადერთი იყოს და სხვა ყველა სულელი, საშინელი და სტერვოზული ხასითის მფლობელი? მას კი უნდა რომ შენთვის ერთადერთი იყოს-ეს ქალებს ახასიათებთ ხოლმე. მართალია სამყარო ამითი არ შეიცვლება. კონკურენცია ბუნების კანონია. ეძიეთ იდეალური პარტნიორი. 392 2-ს მოსწონს
|