x
image
Teklamaisuraze
თუ ბავშვი ძუძუთი არ იკვებებოდა, შაქრიანი დიაბეტის დაავადების რისკი უფრო მაღალია

დიაბეტი და მემკვიდრეობა

ერთ ერთი ძირითადი თეორია, რომელიც ხსნის, შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, ვირუსული ინფექციისა და მემკვიდრეობითი განწყობის მნიშვნელობაზეა აგებული.

image

როცა ორგანიზმში ვირუსი ხვდება, ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას მის წინააღმდეგ. მაგრამ იმუნიტეტის ზოგიერთი მემკვიდრეობის თავისებურების გამო ვირუსების განადგურების შემდეგ, ორგანიზმის დამცავი მექანიზმი არ ითიშება, გრძელდება ანტისხეულების გამომუშავება . რომლებიც ახლა უკვე საკუთარი ორგანიზმის უჯრედებს უტევენ.

შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, ეს არის პანკრეასის ბეტა უჯრედები . რომლებიც თანდათანობით იხოცებიან .


image

ცოცხლად დარჩენილი უჯრედები ერთხანს ასე თუ ისე ახერხებენ ინსულინზე ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. მაგრამ დგება დღე, როცა მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონი ფუნქციას თავს ვეღარ ართმევს. სწორედ ამის შემდეგ იჩენს თავს შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები .

image

დაავადებათა ალბათობა დიაბეტიანთა შვილებს უფრო მეტი აქვთ . თუნდაც დედ - მამას დიაბეტი არ ჰქონდეთ . შესაძლოა რომელიმე მათგანის გენოტიპი შეიცავდეს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისადმი განწყობის მატარებელ გენს. გენეტიკური განწყობა იმას როდი ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად დაავადდება. უფრო მეტია ალბათობა დიაბეტი არ გამოაჩნდეს, რადგან დადგენილია, ასეთი გენის გადაცემის ალბათობა 3-5 % ს უდრის. მაგ. ცნობილია შემთხვევები როცა ერთნაირი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ტყუპიდან დიაბეტი მხოლოდ ერთს განუვითარდა .

image

I ტიპის დიაბეტის შემთხვევაში დაავადების განვითარების ალბათობა ბავშვის სქესზე არ არის დამოკიდებული . მაგრამ დამოკიდებულია დიაბეტიანი მშობლის სქესზე. თუ დიაბეტით დედაა დაავადებული, ბავშვის დაავადების ალბათობა 2 - 3 % ს უდრის. თუ მამა 5-6 %ს. თუ ორივე 15 %ს. ბავშვის დაავადების რისკი უფრო მაღალია, თუ ძუძუთი კვების ნაცვლად იღებს ძროხის რძეზე დამზადებულ საკვებ ნარევებს .

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ალბათობა უფრო მეტია 60 - 80 %. ამ ტიპის დიაბეტი როგორც წესი 40 წლის შემდეგ იჩენს თავს . მის თავიდან აცილებას ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნება. კვებით, ფიზიკური აქტივობით.

ასევე დააინტერესებთ

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა უფროსი ბავშვი ეჭვიანობას იწყებს ახალშობილზე

image

თავი გტკივა? ამოვიცნოთ მიზეზები

image

რა უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი არ ჭამს

image

ფსიქოლოგიური პრობლემები შაქრიანი დიაბეტის დროს. დიაბეტური კერძების რეცეპტი

image

რა არის ალერგია, რა იწვევს ალერგიას

image

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0