სიახლეები თავი გტკივა? ამოვიცნოთ მიზეზები 2019, 14 თებერვალი, 23:38 თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს . 1.ახლავს თუ არა თავის ტკივილს, ყელის ტკივილი, სურდო, ხველა, ტემპერატურის უმნიშვნელო მატება.? თუ პასუხი დადებითია ესე იგი გაციებული ხართ. რაკომენდაცია: გირჩევთ შინ დარჩეთ. და მიიღოთ მედიკამენტები. გრიპის ჩაები. 3- 4 დღეში გამომჯობინდებით ამიტომ გტკივათ თავი. 2.ხომ არ ახლავს თავის ტკივილს თან, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. მაშინ ესეიგი ნაწლავური ინფექცია გაქვთ . და თავის ტკივილიც ინტოქსიკაციით არის გამოწვეული. რეკომენდაცია : გირჩევთ მიიღოთ საკმაო ოდენობის სითხე. შეივსოთ სითხით დანაკარგი, დაიცვათ დიეტა. 3.ხომ არ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი კისრის არის დაძაბულობა და ღებინება. ხომ არ გიღიზიანებთ თვალებს ჩვეულებრივი განათება. მაშინ არ არის გამორიცხული მენინგიტი, თავისა და ზურგის ტვინის ანთება. რეკომენდაცია : ეს საკმაოდ საშიშია, მცირე ეჭვის დროსაც მიმართეთ ექიმს. 4.ხომ არ მოჰყოლია ძლიერი ტკივილი თავის ტრამვას ან დაცემას? არ არის გამორიცხული თავის ტვინის შერყევა. რეკომენდაცია : აუცილებელია ვიზიტი ექიმთან. ნაკლები მიძრაობა. 5.ხომ არ ახლავს თავის ტკივილს თან ზედა ან ქვედა კიდურების სისუსტე. დაბუჟება ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება. არ არის გამორიცხული ინსულტი და დიდი ალბათობაა თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ., შაქრიანი დიაბეტი, ბრძანებით ასაკში. რეკომენდაცია : აუცილებელია ვიზიტი ექიმთან გადაუდებელი დახმარების გამოძახება
96 შეფასება არ არის
|