ფიტოთერაპია რა არის ალერგია, რა იწვევს ალერგიას 2019, 2 თებერვალი, 17:28 ალერგია არის ორგანიზმის მოჭარბებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ფაქტორის მიმართ. ეს ფაქტორები თავისთავად უწყინარია, მაგრამ ზემგრძნობიარე იმუნური სისტემა, უხეშად რომ ვთქვათ, თავს იზღვევს და მათ ზემოქმედებას მკვეთრი რეაქციით პასუხობს. რაც უსიამოვნო, ავადმყოფურ მოვლენებს : სურდოს, ხველას, შეშუპებას, გამონაყარს იწვევს.
უკეთ რომ გავიგოთ, რატომ პასუხობს ორგანიზმი ალერგიული რეაქციით ზოგიერთ ფაქტორს. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემა ორგანიზმს, უცხო სხეულის შეჭრის და მისი მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
ალერგია მსოფლიო მედიცინის პრობლემაა, ალერგიული დაავადებები წლიდან წლამდე ხშირდებადა მძიმდება. ალერგიული რეაქციის მიზეზად შეიძლება იქცეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა : საყოფაცხოვრებო ქიმია, საკვები, ცხოველის ბეწვი თუ ბუმბული, ოთახისა თუ მცენარის მტვერი, ობის სოკო, მწერის შხამი, ლატექსი, მედიკამენტები, კოსმეტიკა, ალკოჰოლი, სიცივე, და მზის სხივებიც კი. ალერგიის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოცენებაში ბრალი ჰისტამინსაც მიუძღვის. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრისას ეს ნივთიერება დიდი რაოდენობით გადაიტყორცნება სისხლში. 96 1-ს მოსწონს
|