x
image
ელენე გუმა
"ფეხმძიმედ იყო რუსმა ღორებმა რომ აჩეხეს! როცა დედამისს შეატყობინეს ეს ამბავი, ქალს გული გაუსკდა..."
9 აპრილის ღამეს ერთ-ერთი დაღუპული ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ. ელისო ჭიპაშვილი 24 წლის იყო და რუსული ”სპეცნაზის” მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა.

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალიტი და ექსპერტი ზურაბ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას შეწირულ ელისო ჭიპაშვილზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.


"დიღმის სასაფლაოზე ჩემი მშობლების საფლავის შორიახლო განისვენებს 9 აპრილს დაღუპული ელისო ჭიპაშვილი. ფეხმძიმედ იყო რუსმა ღორებმა რომ აჩეხეს და მოწამლეს! როცა დედამისს შეატყობინეს ეს ამბავი, ქალს გული გაუსკდა...ისიც ელისოს გვერდით განისვენებს!

წლების მანძილზე, განსაკუთრებით აღდგომას, ვხედავდი მათს საფლავზე ელისოს მამას, რომელმაც დაღუპული ცოლ-შვილის ფოტოების გვერდით თავისი ფოტოც ჩაასმევინა და დაბადების თარიღიც დააწერინა, ცარიელი იყო მხოლოდ გარდაცვალების თარიღის ადგილი...ანუ კაცმა წინასწარ განიმზადა საფლავი ძვირფასი ადამიანების გვერდით...


რამდენიმე წლის წინ თბილისში ყოფნისას მოვინახულე მშობლების საფლავი და ელისოს მამის სურათის ქვეშ უკვე მითითებული იყო მისი გარდაცვალების თარიღი..."


imageimage


0
458
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0