x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
9 აპრილი ჰერეთში მცხოვრებმა ქართველებმაც აღნიშნეს
image


ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებმა ქართველებმა 9 აპრილი აღნიშნეს კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში. მოქალაქეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ცერემონია ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან გაიმათა.


ქართველ მამულიშვილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის მღვდელმსახურმა, კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღოლმა დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა.


9 აპრილის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში ამ დღის როლზე ისაუბრეს ადგილობრივმა ქართველებმა. ისინი მემორიალთან ყოველწლიურად იკრიბებიან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ 1989 წელს რუსეთის სისასტიკე ერთდროულად იგემა აზერბაიჯანმაც და საქართველომაც. იანვარში რუსულმა არმიამ ბაქოში ასობით ადამიანი დახოცა, ხოლო აპრილში შედარებით მცირე მასშტაბებით ეს პროცესები თბილისშიც განმეორდა.



2009 წლიდან ჰერეთის სამრევლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შეუერთდა და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია ეწოდა. ჰერეთში ცალკე ეპარქიის დადგენაც იგეგმებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა.


image

image

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0