x
image
Yoona
Mediator image
10 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ახლა 100-ზე მეტი წლის არიან
თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ცნობილია, უბრალოდ ამ ცნობილ ადამიანებს შეხედეთ.

image

მათმა ასაკმა უკვე 100 წელს გადააბიჯა, მაგრამ სულიერად მაინც ახალგაზრდულად გამოიყურებიან და ენერგიით სავსე არიან.


1. დიანა სერა კერი, 100 წლის

image

დიანა ოდესღაც მუნჯი კინოს ცნობილი მსახიობი იყო, მისი ფსევდონიმი იყო „პატარა პეგი“. 1925 წელს მისი სამსახიობო კარიერა პროდიუსერებთან გაუგებრობის გამო დასასრულს მიუახლოვდა. გოგონას მიერ გამომუშავებული ფული მშობლებმა ავტომობილებში, უძრავ ქონებაში, ტანსაცმელში ჩადეს და ფული არ დაუზოგავთ.


„პატარა პეგი“ ვოდევილში მონაწილეობდა და გასტროლებზე დადიოდა. თუმცა 1929 წელს ეს გამოსვლებიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო დასრულდა. რამდენიმე მცირე როლის შესრულების შემდეგ 1938 წელს დიანამ სამსახიობო კარიერა საბოლოოდ დაასრულა და საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა.

როგორც დიანა ამბობს, ის ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევს და სწორ კვებას იცავს. ის ბევრს კითხულობს და საყვარელ ადამიანებთან - შვილთან და შვილიშვილებთან ბევრ დროს ატარებს.


2. რუთ ანდერსონი, 100 წლის

image

რუთმა თავისი კარიერა, როგორც პინ-აპ მოდელი ისე დაიწყო, შემდეგ ის კინოში მიიწვიეს. რამდენიმე როლის შესრულების შემდეგ, 1951 წელს მან კარიერის დატოვება და ოჯახისთვის დროის დათმობა გადაწყვიტა. 1993 წელს მისი საყვარელი მეუღლე - ჯან ნაგულესკო გარდაიცვალა. ახლა ის პირად ცხოვრებას სხვებისგან მალავს.


3. სიუზი დელერი, 101 წლის

image

დელერმა შემოქმედებითი საქმიანობა 1976 წელს დაასრულა, მაგრამ ახლაც კი დავიწყებული არაა. სიუზი მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ აქვს - ეს მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენს. ის მუდმივად ელეტრონულ შეტყობინებებს პასუხს სცემს, მემუარების წიგნზე მუშაობს, კომპანია “Universal”-თან თანამშრომლობს, რომელმაც მისი სიმღერების დისკი გამოუშვა. ყოველწლიურად, ზაფხულობით დასასვენებლად მიდის, როგორც ნამდვილი ქალი, შვებულებისთვის დიდი მონდომებით ემზადება.


4. ერლ კამერონი, 101 წლის

image

ინგლისურ კინოში ერლი პირველი აფროამერიკელი წარმოშობის მსახიობი იყო. მისი დებიუტი 1951 წელს ფილმში „აუზი ლონდონში“ შედგა. კარიერის განმავლობაში 70 ფილმში მონაწილეობა მიიღო და ამ დრომდე აგრძელებს. მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო სიცოცხლის მიმართ სიყვარულსა და ჯანსაღი ცხოვრების წესშია.


5. ჯული გიბსონი, 105 წლის

image

მსახიობი უკვე 105 წლისაა. მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა. ჯულის პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ ცნობილი არაა, მხოლოდ ზოგადი ფაქტებით ცნობილია, რომ დედობის ბედნიერების განცდა ვერ შეძლო.

1984 წელს გიბსონი პენსიაზე გავიდა. ახლა საკმაოდ განმარტოებით ცხოვრობს და მისი ცხოვრების წესზე არ საუბრობს.


6. მარშა ჰანტი, 101 წლის

image

მარშას კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო. შემოქმედებითი საქმიანობის პერიოდში 100 ფილმში მიიღო მონაწილეობა. გადაღებების გარდა სოციალური პრობლემები და პოლიტიკა აინტერესებდა. პოლიტიკურმა საქმიანობამ სამსახიობო კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და 40-იან წლებში მისი კარიერა დასრულდა.

ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოდ ოპტიმიზს და ცხოვრების მიმართ სიყვარულს მიიჩნევს.


7. ფეი მაკენძი, 101 წლის

image

მუნჯ კინოში მონაწილეობა ჯერ კიდევ პატარა გოგომ დაიწყო, შემდეგ კარიერად ვესტერნში გააგრძელა. ომის შემდეგ კინო დროებით მიატოვა და მთელ დროს ახლობლებთან ატარებდა. ცოტა მოგვიანებით მას გადაღებაში მონაწილეობა შესთავაზეს. ის ფილმებსა და სერიალებში მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიწვიეს. მსახიობი ამბობს, რომ ბედის მადლიერია და მუდმივად იღიმება. ეს მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოა.


8. კირკ დუგლასი, 102 წლის

image

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დუგლასმა 222 ფილმში მიიღო მონაწილეობა. მისი ბოლო ნამუშევარი 2008 წელს გამოვიდა. გადაღებების გარდა, კირკი საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობას ყოველთვის ღებულობდა.

ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოდ ოჯახურ ბედნიერებას თვლის. მას ცოლთან ერთად სათუთი გრძნობები აქვთ, როგორც კირკი ამბობს, ეს დიდხანს ცხოვრებაში დაეხმარა.


9. ნორმან ლოიდი, 104 წლის

image

ლოიდი დღემდე გადაღებებში მონაწილეობას აგრძელებს, რაც მას ყველაზე მოხუც მსახიობად აქცევს, რომელიც გადაღებებში მონაწილეობას აგრძელებს, და ასევე ყველაზე ასაკოვან დასაქმებულ ადამიანად. ამ წლების განმავლობაში 60 ფილმში მიიღო მონაწილეობა და ბევრ შოუში მიიღო მონაწილეობა.

ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზად გამართლებას მიიჩნევს და სასმელებსა და საყვარელ საკვებზე უარს არ ამბობს.


10. ოლივია დე ჰევილენდი, 102 წლის

image

მსახიობს პოპულარულობა ფილმში „ქარწაღებულნი“ მელანი უილქსის როლმა მოუტანა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ოლივიას კარიერამ მწვერვალებს მიაღწია. ლამაზი და ქარიზმატული ქალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

2017 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა მას რაინდის წოდება მიანიჭა და ის ამ სტატუსის უხუცესი მფლობელი გახდა. ახლა მსახიობი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიამოვნებით მონაწილეობს - ინტერვიუებს იძლევა, წერილებს პასუხობს და ბევრს კითხულობს.

მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო - პოზიტივი, სიცილი და რაღაც ახლის შესწავლის სურვილია.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. სახეზე მშვენიერი, მაგრამ საშინელი ხასიათით: ჰოლივუდის ცნობილი ჭირვეულები

image

2. როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე

image

3. კიანუ რივზმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიკეთე - მარტივი საქმეა

image

4. 22 მსახიობი, რომლებმაც სოციალურ ქსელებს ბოიკოტი გამოუცხადეს

image

5. ამ მსახიობის ქონება 714 მლნ დოლარს შეადგენს, თვეში კი მხოლოდ 100 დოლარს ხარჯავს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1463
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0