x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ლანიაკეა» – ჩვენი მშობლიური სამყარო
image


ლანიაკეა (ჰავ. «Laniakea» – «უსაზღვრო ზეცა») არის გალაქტიკების ერთობა (ზეგროვა), – სამყარო, რომელში ჩვენი გალაქტიკა, «ირმის ნახტომი» («რძის გზა») მდებარეობს.

გალაქტიკების ამ ერთობაში, დაახლოებით 100 000 (ასი ათასი) ისეთივე გალაქტიკაა, როგორიც ჩვენი «რძის გზა». გარდა ამისა, დღეს უკვე ცნობილია, რომ მისი დიამეტრი, დაახლოებით, 520 მლნ. სინათლის წელიწადია (შედარებისთვის, ჩვენი გალაქტიკის დიამეტრი, სულ რაღაც, 100 ათასი სინათლის წელიწადია). ხოლო მასა, წარმოუდგენლად დიდი – მზის მასის 100 მლნ. მლრდ-ია. ჩვენ, ჩვენი გალაქტიკით, გალაქტიკების ზეგროვის განაპირა მხარეს ვიმყოფებით. მარტივად რომ ვთქვათ, თუ წარმოვიდგენთ, რომ «Laniakea» – დიდი ქალქია, ჩვენ მასში პატარა რაიონში ვცხოვრობთ, ცენტრიდან შორს, – გარეუბანში.


image


გალაქტიკების ზეგროვის 3 განზომილებიან მოდელში, ხაზებით გალაქტიკების მოძრაობის ტრაექტორიებია გადმოცემული და ყველა მათგანი, ლანიაკეას ცენტრზე გადის. ხოლო გალაქტიკები, ცენტრისკენ ან მის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.


image«Laniakea», სურათზე გალაქტიკები წარმოდგენილია ბურთების სახით.


ლანიაკეაში ჩვენი გალაქტიკის მდებარეობის განსაზღვრისას, აღნიშნული იყო, რომ გალაქტიკების ზეგროვა ქალაქად უნდა წარმოვიდგინოთ. ეს იმიტომ, რომ კოსმოსში ლანიაკეა გალაქტიკების ერთადერთი დაჯგუფება არ არის. მისი მსგავსი ბევრია და ისინი, ერთობლივად, გალაქტიკების ზეგაერთიანებას ანუ სამყაროს ქმნიან.


imageimage



ლანიაკეას პირველი მოდელი ჰავაის ასტრონომიული ინსტიტუტის მეცნიერმა, ბრენტ ტალმა (Richard Brent Tully) შექმნა. მკვლევართა ჯგუფმა, მისი ხელმძღვანელობით, 8 000-მდე გალაქტიკის მოძრაობა შეისწავლა და ჩვენი გალაქტიკების ზეგროვის საზღვრები ზუსტად განსაზღვრა.


image

აღნიშნული კვლევის ჩატარებამდე, ლანიაკეა და პერსევი-თევზები გალაქტიკების ერთ ზეგროვად ითვლებოდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ეს ორი სხვადასხვა ზეგროვაა, გალაქტიკების ბრუნვის სხვადასხვა ცენტრით.

რაც შეეხება ლანიაკეას სახელს, ის მეცნიერებს ჰონოლულუს ერთ-ერთ კოლეჯის მასწავლებელმა ნავა’ა ნაპოლეონმა შესთავაზა და როგორც ამბობენ, ასეთი სახელი იმ პოლინეზიელი მეზღვაურების საპატივცემულოდ დაერქვა, რომლებიც ვარსკვლავურ ცას ზედმიწევნით იცნობდნენ და ამ ცოდნას წყნარ ოკეანეში სანავიგაციოდ იყენებდნენ.

imageimageimageimageimageimageimage







0
134
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0