x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა სამყაროს დასაწყისი იხილეს. აღმოჩენილია ნაწილაკი, რომლის აფეთქების შედეგად, მთელი სამყარო შეიქმნა
მეცნიერებმა სამყაროს დასაწყისი იხილეს
მეცნიერებმა, რომლებიც მუშაობდნენ დიდ ადრონულ კოლაიდერზე, მიიღეს კომპიუტერული გამოსახულება იმისა, რაც შეიძლება მომხდარიყო სამყაროს შექმნის მომენტტში. ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (ცერნი) მეცნიერებმა, სამყაროს წარმოშობის დადგენის მცდელობის დროს, შექმნეს ისეთი პირობები, როგორიც დიდი აფეთქების დროს იყო, სამყაროს შექმნის მომენტში. მათ საფუძვლად ტყვიის ელემენტარული ნაწილაკები აიღეს და 9, 3 ათასი მაგნიტის გამოყენებით, აამოძრავეს 25 კილომეტრიან ამაჩქარებელში, რის შედეგადაც, ნაწილაკების სიჩქარე, სინათლის სიჩქარეს გაუტოლდა. ამის შემდეგ, ეს ნაწილაკები ერთმანეთს შეაჯახეს ვაკუუმში, რომელშიც ტემპერატურა -271°C გრადუსი იყო. როგორც Daily Mail -მა აღნიშნა, ამ მომენტისთვის, ნაწილაკების მიერ გამოყოფილი სითბო, 100 ჯერ აღემატებოდა, მზის მიერ გამოყოფილი სითბოს ტემპერატურას.


მეცნიერებმა სამყაროს დასაწყისი იხილეს


“ამგვარი სუბატომური ნაწილაკები, ძირითადი სამშენებლო ელემენტები (მატერია) არის სამყაროში - ექსპერიმენტის მსვლელობის შესახებ, განმარტება გააკეთა, ცერნი-ის წარმომადგენელმა, ქრისტინა სატონმა. - მათი ურთიერთქმედების შესწავლის გზით, ჩვენ შეგვიძლია იმის დადგენა, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი".

ამ ექსპერიმენტის შედეგად, მეცნიერებმა, კომპიუტერის ეკრანზე მიიღეს მომაჯადოვებელი სანახაობა, რომელიც ფოერვერკს წააგავდა, ღამის ცაზე, იმ განსხვავებით, რომ სინათლის “შოუს", სრულ წყვდიადში, ჭეშმარიტად კოსმოსური მასშტაბი ჰქონდა.


“ჩვენ არ შეგვიძლია ნაწილაკის დანახვა, მაგრამ შეგვიძლია მისი ნაკვალევის დაფიქსირება, რომელიც ძალიან ჰგავს თვითფრინავის ინვერსიულ გზას" - განმარტა სატონმა.

ასეთი შედეგით დასრულდა 2011 წლის ექსპერიმენტი.

მას შემდეგ, კიდევ რამოდენიმე ექსპერიმენტი ჩატარდა, მოხდა კოლაიდერის განახლება

და გაძლიერება და სულ ახლა ხანს, ამა წლის, 14 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა შეძლეს პენტაკვარკის ნაწილაკის აღმოჩენა. “პენტაკვარკი, უბრალოდ ნაწილაკი არ არის, - აღნიშნა “ცერნის" წარმომადგენელმა, გ. ვილკინსონმა - ეს არის ნაწილაკი, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, თუ როგორ შეიქმნა მატერია, პროტონები, ნეიტრონები და საერთოდ, მთელი სამყარო."




2
2054
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2054
  
2015, 18 ივლისი, 14:52
დიდი მადლობა
2015, 18 ივლისი, 14:43
Gავაზიარე მაგარაია.ყოჩაღ ლალი
0 1 2