x
image
ვიზა კოხაძე
"ვფიქრობ სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება“ - უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა

imageროგორც რუსული პრესა იუწყება, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი უპირობო ლიდერი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე და მასთან საუბრის თემებზე საუბარს იწყებს.ეგზითპოლების შედეგების გამოცხადებას ვლადიმერ ზელენსკის საარჩევნო შტაბში დიდი ოვაციით შეხვდნენ მხარდამჭერები.მიუხედავად იმისა, რომ მთელი კამპანიის მანძილზე მსახიობი და კომიკოსი ზელენსკი თავს იკავებდა ინტერვიუებისგან და არც მასშტაბურ სააგიტაციო შეხვედრებს მართავდა, მაინც გაუსწრო დანარჩენ კანდიდატებს და 30, 4 % ანუ ხმების უმრავლესობა მოიპოვა ცეესკოს წინასწარი მონაცემებით და მეორე ტურში ის მოქმედ პრეზიდენტს გაუწევს კონკურენციას.ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ზელენსკიმ პოროშენკოს საჯარო განცხადებას უპასუხა და განაცხადა, რომ ის არავის მარიონეტი არ არის. - " ჩვენ ახლახან ვნახეთ ჩვენი პრეზიდენტის პრესკონ ფერენცია, სადაც პოროშენკომ თქვა, რომ მე ვარ კოლო მარიონეტი.ასე, რომ მე მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს მასთან -თქვენ ხართ სვინარჩუკის მარიონეტი თუ სვინარჩუკია თქვენი მარიონეტი? თუ შევხვდები ბატონ პუტინს, მე ალბათ ვეტყვი მას, კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს დააბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები, რამდენის გადახდას გეგმავთ კომპენსაციის სახით იმისთვის, რაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცეთ, რომ ყველაფრით ეხმარებოდით იმ ხალხს, რომლებიც ყირიმსა და დონბასში ვითარების ესკალაციას უწყობდნენ ხელს მათ საშინელ, სასტიკ და ამაზრზენ გზაზე."imageსწორედ პეტრე პოროშენკოა მისი მეტოქე მეორე ტურში და შეგახსენებთ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების მხოლოდ 15 % აიღო.ამან პოროშენკო ძალიან გააღიზიანა და პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხალხის მიერ გამოხატული ნება მათთვის კარგი მაგალითია.- " რუსეთმა ვერ შეძლო თავისი იმპერიული ამბიციების დათმობა, მას არ შეუწყვეტია უკრაინაშI შემოჭრა, დღეს უკრაინელმა ხალხმა რუსული სცენარი ჩაშალა. პოროშენკო არ იყო ის კანდიდატი, ვისი ნახვაც რუსეთს უნდოდა არჩევნების შემდეგ. ..."imageimageრაც შეეხება ზელენსკის პირველ განცხადებას კამერების წინ სამომავლო გეგმებზე და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე, მან უპასუხა: –

"ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება".

0
126
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0