x
image
ვიზა კოხაძე
არის თუ არა მსოფლიო "ახალი ცივი ომის" ზღვარზე? - ყოფილი საბჭოთა ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი მოსალოდნელი "ცივი ომის" შესახებ აფრთხილებს მსოფლიოს ( + ვიდეო )

imageყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც ამჟამად 83 წლისაა, მსოფლიოს ზესახელმწიფოებს მოსალოდნელი " ცივი ომის" შესახებ გაფრთხილებას აძლევს.

რას აცხადებს მიხეილ გორბაჩოვი უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ: - " უკრაინაში დაძაბულობა დღითიდღე იზრდება, რაც მსოფლიოს მსხვილ სახელმწიფოებს ძალიან სერიოზულად აფიქრებს და მსოფლიო " ახალი ცივი ომის" ზღვარზეა მისული. დღეს უკვე მნიშვნელობა არა აქვს ევროპაში რისკების ქვეშ მყოფი მშვიდობის შენარჩუნებას, რამდენადაც .წარუმატებელი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების მისაღწევად ევროპაში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კონტინენტზე არის შეუსაბამობა მსოფლიო პოლიტიკასთან.აღდგენილი უნდა იქნას ნდობა და აუცილებელია დიალოგი მოსკოვთან, ისევე, როგორც აუცილებელია დასავლეთმა სანქციები მოხსნას რუსი მაღალჩინოსნების მიმართ".

83 წლის გორბაჩოვმა გახსნილად განაცხადა, რომ ის მსოფლიოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებში დასავლეთს და კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებას.imageბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წელი გავიდა და როგორც ამ კედლის "მთავარ შემოქმედს" მიხეილ გორბაჩოვს ხანგრძლივი სიტყვა მისცეს. სწორედ ამ ტრიბუნიდან მოუწოდა ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა დანარჩენ მსოფლიოს და გაფრთხილება მისცა ზესახელმწიფოთა მეთაურებს.მან ვრცლად ისაუბრა იუგოსლავიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ახლა უკრაინაში მოუგვარებად კონფლიქტებზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეთანხმება მის მოსაზრებას. თავის კომენტარში როლან დიუმამ სიტყვასიტყვით გაიმეორა გორბაჩოვის მოსაზრება: - " სხვა ერების მიმართ თავისუფლების და პატივისცემის გარეშე განიარაღების მცდელობის ძლიერი პოლიტიკა ვერ იქნება და ამიტომაც შესაძლებელია, ყველაფერი "все может начать снова завтра, Даже все, что мы когда-то знал, и то, что мы назвали холодной войны". თუმცა საგულისხმოა, რომ ზოგიერთები პლიტიკოსები "ცივ ომს" უკვე დაწყებულად თვლიან.

imageimageimageროგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა იზიარებს გორბაჩოვის მიერ ევროპელი პარტნიორების მისამართით დასახელებულ ზოგიერთ პრობლემას, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვს ადანაშაულებს არსებულ დაძაბულობაში - წერს წყარო.





0
245
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0