საზოგადოება "დედის სახე უნდა აეხეს ამ ყველაფრის შემოქმედსაც და არდამსჯელსაც..." -ლექსო ლეკიაშვილი 2019, 30 მარტი, 19:58 ბლოგერი ლექსო ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში შემზარავ ამბავს ეხმაურება.
საქმე ეხება 3 წლის კატოს ამბავს, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. "დედის სახე უნდა აეხეს ამ ყველაფრის შემოქმედსაც და არდამსჯელსაც. „სამშობლო“ ხო გაქვთ შემოტანილი საკანონმდებლო დონეზე? რა ჩემს ფეხებად გინდათ სამშობლო, რომელშიც კატოსნაირი გოგოები ვერ იცხოვრებენ?"- წერს ლექსო ლეკიაშვილი. ბლოგერი სტატუსთან ერთად ინფორმაციასაც აშეარებს, რომელიც სააგენტო "პრაიმტაიმმა" გამოაქვეყნა: „3 წლის კატო დეკემბრის თვეში ცისტიტის დიაგნოზით იწვა ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ექიმმა სამი თვის მანძილზე დაუნიშნა ანტიბიოტიკი „სპერექსი“ 3 თვე!!! თებერვლის ბოლოს ბავშვს დაუდგინდა ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე.“ - სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. საქმე ეხება 3 წლის გოგონას და საქართველოში მის არასწორ მკურნალობით გამოწვეულ სავალალო შედეგს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „დიაგნოზის დასმისთანავე ბავშვი ოჯახმა ბარსელონაში გადააფრინა. ესპანელი ექიმები ჯერ იმით გაოგნებულან, რომ ამდენი ხანი, 3 თვე, 3 წლის ბავშვს დაუნიშნეს ანტიბიოტიკი, თანაც ცისტიტის გამო. ამასთანავე, ექიმს მკურნალობის პარალელურად არ დაუნიშნავს არც იმუნიტეტის ასამაღლებელი და არც სხვა დამხმარე მედიკამენტი. არანაკლებ გამაოგნებელი ისაა, რომ ამ მედიკამენტს, რომელიც ავერსის წარმოებულია, ქართულ ანოტაციაში არ უწერია, რომ ხანგრძლივად მიღება იწვევს ლიმფური ჯირკვლების გადაგვარებას. იქაურმა ექიმებმა ისიც თქვეს, რომ სადაც ცისტიტი იყო, იქ ლიმფური ჯირკვლებიც იქნებოდა გაციებული და მკურნალობის პარალელურად ლიმფური სისტემა უნდა ეკონტროლებინათო. ამხელა ხანგრძლივობით ანტიბიოტიკმა კი გამოიწვია სავალალო შედეგი. ეს საქართველოა! კლინიკა - ციციშვილი. მკურნალი ექიმი - თამარ აბულაძე. პაციენტი 3 წლის კატოა, რომლის ორგანიზმმაც ვერ გაუძლო შვიდ ქიმიას და სოკო მოედო მთელს სხეულს. ექიმები ახლა იბრძვიან, რომ ძვლის ტვინამდე არ მივიდეს მეტასტაზები. სიმსივნე მთელს რბილ ორგანოებზეა გადასული, ბავშვი არაადამიანურ ტანჯვას უძლებს და მორფით უყუჩებენ ტკივილებს. რამენაირად უნდა დაამარცხონ სოკო, რომ ქიმიის გაგრძელება შეძლონ. ოჯახი კატოს გადასარჩენად მხოლოდ ლოცვით დახმარებას ითხოვს. ღვთის მადლით კატო ფეხზე დადგება და მისი გამწარებული მშობლები აუცილებლად პასუხს აგებინებენ ქართველ ვაი ექიმებს. ჩვენ რა ვქნათ, ვინც ექიმები არ ვართ?“ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად იმ ჰოსპიტალში მკურნალობს, რომელსაც ფეხბურთელი ლიონელ მესი აფინანსებს. 864 1-ს მოსწონს
|