ჭიდაობა "ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა, გავრბივართ და აი მაგ ხროვას ვუტოვებთ საჯიჯგნად! არ წავალთ და..." - უცხოეთში მცხოვრები ქართველის ფეისბუქ სტატუსი 2019, 30 მარტი, 1:02 როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონმა ზურა დათუნაშვილმა, რომელიც უკვე რამდენიე თვეა პრეზიდიუმის თავმჯდომარის გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს იმ გახმაურებული ჩხუბის გამო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სპორფტის სასახლეში მოხდა.ახლახანს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა ქართულ საზოგადოებას, რომ ის ქვეყნის დატოვებას აპირებს უახლოეს მომავალში. სპორტსმენის ფეისბუქ გვერდზე არა ერთი მისი თაყვანისმცემელი წერს სტატუსს და ზურას ქვეყანაში დარჩენას სთხოვს. აი, რას წერს ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი ზავრაშვილი სოციალურ ქსელში: - " რას იზავ ზურა გენაცვალე, ესეა ეს ქვეყანა მოწყობილი. ძველი ქართული ნათქვამია, სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ყავდესო! ამ ქვეყანაში ან უნდა იყო მაგათნაირი ჩათლახი, ან ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს, ან კიდევ, თქვა ყველაფერი ხმამაღლა და მერე მოახტე იმ შეკაზმულ ცხენს, რომ ბოლომდე არ ჩაგწიხლონ! ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა, გავრბივართ და აი მაგ ხროვას ვუტოვებთ საჯიჯგნად! არ წავალთ და... მე ერთხელ უკვე ვიწვნიე საკუთარ ტყავზე, სისტემის წინააღმდეგ წასვლა და შენც გემახსოვრება ეგ! წესიერი კაცის ადგილი არაა მაგ ქვეყანაში და შეეგუე მაგ ამბავს, წადი და მიხედე თავს! ამ ქვეყანამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა შენსა და გეგეშიძეს შორის. ხო და ნუ დაგწყდება გული. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი! ჩვენ კი, როცა იქნება დავბრუნდებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც წესიერ ხალხს შეეფერება, როცა გეგეშიძეები და კიდევ ბევრი მაგისნაირები თავად გაიქცევიან მაგ ქვეყნიდან, ან იქ აღმოჩნდებიან, სადაც არის მაგათი ადგილი. წარმატებებს გისურვებ ზურიკო, და ღმერთმა სულ გამარჯვებული გატაროს! შენ უკვე გააკეთე შენი გასაკეთებელი, როცა ჩამოხსენი ნიღაბი მანდ არსებულ ჩამყაყებულ სისტემას! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!" Giorgi ZavrashviliZura Datunashviliრას იზავ ზურა გენაცვალე, ესეა ეს ქვეყანა მოწყობილი. ძველი ქართული ნათქვამია, სიმართლის მთქმელს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ყავდესო! ამ ქვეყანაში ან უნდა იყო მაგათნაირი ჩათლახი, ან ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს, ან კიდევ, თქვა ყველაფერი ხმამაღლა და მერე მოახტე იმ შეკაზმულ ცხენს, რომ ბოლომდე არ ჩაგწიხლონ! ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა, გავრბივართ და აი მაგ ხროვას ვუტოვებთ საჯიჯგნად! არ წავალთ და... მე ერთხელ უკვე ვიწვნიე საკუთარ ტყავ...პ.ს. სადაც არ უნდა იყოს ზურა დათუნაშვილი, მე როგორც ერთ რიგით ქართველს მინდა უდიდესი წარმატება და უამრავი გამარჯვებები ვუსურვო გულრწფელად ჩვენს საამაყო ახალგაზრდას.
195 3-ს მოსწონს
|