ისტორია "იზბიცას ხოცვა-ჟლეტა"-კოსოვოს ომის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ეპიზოდი 2019, 28 მარტი, 12:15 20 წლის წინ 1999 წლის 28 მარტს კოსოვოს ომში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მკვლელობა, რომელიც ისტორიაში შევიდა "იზბიცას ხოცვა-ჟლეტის" სახელით. კოსოვოს ომის დროს იზბიცა კოსოველი ალბანელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად ითვლებოდა. 27 მარტს დრენიცას რეგიონიდან წამოსული ათასობით ალბანელი შეიკრიბა იზბიცაში, უმეტესობა მას შემდეგ მოვიდა აქ, როდესაც ნატოს საჰაერო ძალებმა დაიწყო დაბომბვები, ამ დროს კი იუგოსლავიის სამთავრობო ჯარებმა დაიწყეს შემოგარენის დაცხრილვა. სოფელ იზბიცაზე შეტევა განხორციელდა 27 მარტს გვიან ღამით, როდესაც იუგოსლაველი ჯარისკაცების, პოლიციელების და სამხედრო ფორმირების 50 კაციანი რაზმი შევიდა სოფელში. 28 მარტს თითქმის ყველა ზრდასრული მამაკაცი მთაში გაიხიზნა, სოფელში დარჩნენ ქალები, ბავშები და მოხუცები. იზბიცაში იმ დღეს დაახლოებით 1000 ადამიანი იყო. იუგოსლავია-სერბეთის შეიარაღებულმა ძალებმა სოფლის მაცხოვრებლებს ფული მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დახოცვით დაემუქრნენ, როგორც კი ფული ჩაიჯიბეს, ხანშიშესული მამაკაცები გააცალკევეს ქალებისგან და ბავშვებისგან. კაცები კიდევ ორ ჯგუფად დაყვეს, ერთი ნაწილი უახლოეს ბორცვისკენ გარეკეს, ხოლო მეორე ნაწილი რუსთან მიიყვანეს.ამის შემდეგ ორივე ჯგუფი დახვრიტეს, მთლიანად 130 კაცი. რაც შეეხება ბავშვებს და ქალებს, ისინი ალბანეთში გააგზავნეს. 2009 წელს საერთაშორისო ტრიბუნალმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე(ICTY)მილოშევიჩის და სხვების გასამართლების დროს მეომარ სადიკ ხემაიჯლის(Sadik Xhemajli) ინფორმაციით, რომელიც მსხვერპლთა სახლებს იწერდა 28 მარტიდან 10 მაისამდე დაახლოებით 130 კოსოველი ალბანელი მოკლეს, აქედან 28 მარტს 93 მამრობითი სქესის მოქალაქე, ძირითადად 60-იდან 70 წლამდე. 242 6-ს მოსწონს
|