x
image
ელენე გუმა
"ბანკის ფილიალში ვარ, დავდექი რიგში, მომიახლოვდა შუახნის მამაკაცი და..."

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ბანკში მომხდარ ამბავზე წერს.


"საქართველოს ბანკის ფილიალში ვარ რაღაც ჩემ საქმეზე, დავდექი რიგში, მომიახლოვდა ინტელიგენტური გარეგნობის შუახნის მამაკაცი და გააქვთ ქ–ნო ირინა ეხლა თქვენ 5 წუთი მაინც აქ რო დგეხართო? ვიფიქრე, ტრადიციულად უნდა დაგმოს ყველა ვინც ჩემ წინაა რიგშიმეთქი, რაც საშინლად მაღიზიანებს და ამიტომ სასწრაფოდ ვუპასუხე 5 წუთიც მაქვს და მეტიც, დრო ყველას ერთნაირად აქვსმეთი. ხოდა ე მანდ მომეკითხა ყველა ვინც მიყვარს. თურმე მანამდე ბანკის თანამშრომლები შეუღონებია და ეხლა მე მამდგა, მიხსნის ბანკის სისტემაზე თავის მოსაზრებებს, ჩემთვის რო ჩინურია, ყვება ყვება არ ჩერდება, თან მოაყოლა, ეს მოსაზრება ერთ საერთაშორისო ექსპერტს გავაცანი წლების წინო, მეუბნება ვიღაცის გვარს, მარტო სახელი გევიგონე – აუგუსტი, გვარი აღარ მახსოვს, მეუბნება თქვენ აუცილებლად გეცოდინებათო. რა თქმა უნდამეთქი, აბა მაგას როგორ ვეტყოდი არ ვიცი ვინაამეთქი, მერე ბიოგრაფიის მოსმენა მომიწევდა. ხოდა ამ აუგუსტს რო მოვუყევი ეს მოსაზრება, რამდენიმე დღე ვესაუბრებოდიო, მაგრამ ამ საუბრიდან 10 დღეში სამწუხაროდ დაიღუპაო. მემებრიცა სახე, მეც იგივე არ დამემართოს, ალბათ ძაან მძიმე ან თარსი ინფორმაცია გაქვთმეთქი და არა არა, თქვენ რა მოგკლავთ ქ–ნო ირინაო და აგრძელებს. ვდგევარ ყინულივით ვუსმენ, იკეცება ყველა გარშემო სიცილით თან ჩემი ცოდვით იწვის. ამ დროს მიხმო ოპერატორმა და გაახარებს ღმერთი როგორც შეეძლო ისე გააჭიანურა პროცესი. გარეთ მელოდებოდა ჰაერზე ეს ჩემი პროფესორი, ზურგიდან გევეპარე და მოვკურცხლე ბოლო ძალით სახლისკენ, თან გიჟივით ვიცინი ხალხის გაოგნებულ სახეს რო ვუყურებდი.
მოკლედ ერთი რასაც მივხვდი იმ ჩვენი საუბრიდან იმ აუგუსტმა ბოლოს ალბათ თავი მოიკლა ან გარბოდა და მანქანა დეეჯახა."


image

1
729
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
729
  
ვიგინდარა ქალი!... ამ არსებაზე, ქალის ზოგადი პატივისცემა ჩემთვის არ ვრცელდება...
0 1 1