სხვა ცხელი ჩაის მიღება სახიფათოა - ამერიკელი მეცნიერების დასკვნა 2019, 26 მარტი, 16:02 ცხელი ჩაის მიღება საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები.
ყოველდღიურად ცხელი ჩაის მიღება საყლაპავის კიბოს 90 %-ით ზრდის. ამისთვის დღეში 700 მლ 60 გრადუსამდე გაცხელებული ცხელი ჩაის მიღება საკმარისია. ასეთი დასკვნა ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების სპეციალისტებმა მიიღეს. კვლევა 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც 40-დან 75 წლის 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის პერიოდში საყლაპავის სიმსივნის 317 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მეცნიერების თქმით, ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ცხელი ჩაის მომხმარებლები იყვნენ. სპეციალისტები გირჩევენ, ცხელი ჩაის გაგრილებას დაელოდოთ, სანამ მის დალევას გადაწყვეტთ. შეგახსენებთ, ადრე მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მწვანე ჩაი ზურგის ტვინის სიმსივნის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა, ხოლო ხილის ჩაი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. მეცნიერთა ჯგუფის მნიშვნელოვანი შეტყობინება: ალკოჰოლზე უარის თქმა არ გაბედოთ - ეს ნაადრევ სიკვდილს იწვევს 2. სხეულმა იცის როდის ახლოვდება სიკვდილი. ყველაფერი ცხვირიდან იწყება 3. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა 4. თქვენ ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ხართ, ამბობენ მეცნიერები 5. "ტატუს მქონე ადამიანები უფრო რისკიანები არიან, მაგრამ უძილობით იტანჯებიან"
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
592 შეფასება არ არის
|