სხვა პილოტმა თვითმფრინავი გაიტაცა ცოლის მოკვლის მიზნით(ვიდეო) 2019, 26 მარტი, 13:15 ![]() პილოტმა სამხრეთ აფრიკიდან, ჩარლზ ვილეონემ ორძრავიანი მცირე თვითმფრინავი საკუთარი სახლისკენ მიმართა, ცოლის მოკვლის მიზნით. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა მხოლოდ პილოტი, დაინგრა და დაიწვა სახლი და გარშემო 13 ავტომობილი. როგორც ირკვევა, მამაკაცს კამათი მოუვიდა ცოლთან და ამის შემდეგ გადაწყვიტა ასეთი მეთოდით მოეკლა ცოლი და შესაბამისად, თავიც მოეკლა. ![]() როგორც საფრენოსნო კლუბ Matsieng-ში განაცხადეს, დაუპატიჟებელი სტუმარი, ჩარლზ ვილეონე შაბათ საღამოს ეწვია მათ, რომელმაც მცირე ორძრავიანი თვითმფრინავი King Air-ი აეროპორტიდან გაიტაცა და მცირე სიმაღლეზე ფრენით საკუთარი სახლისკენ მიმართა. როგორც ცნობილი გახდა, გაფრენის წინ მამაკაცმა დაურეკა საკუთარ მეგობარს და იკითხა, ხომ არ იცოდა, სად იყო მისი ცოლი. ![]() ბოსტვანის პოლიცია ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იძიებს ინციდენტს. შარშან მოხდა ანალოგიური ფაქტი შეერთებულ შტატებში - 47 წლის დუეინ იუდი ცოლს ეჩხუბა, ამის შემდეგ დაჯდა Cessna 525-ზე და საკუთარი სახლისკენ მიმართა, ამ დროს სახლში მისი ცოლ-შვილი იმყოფებოდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ცოლ-შვილი გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სახლი სერიოზულად დაზიანდა და ხანძარიც გაჩნდა. 156 6-ს მოსწონს
|