სიახლეები თანამედროვე პრობლემა მოზარდებსა და ბავშვებში, ძვლების დეფორმაცია, რაქიტი 2019, 25 მარტი, 17:19 ძვლოვანი ქსოვილის დარღვევა, D ვიტამინის დეფიციტით. ეს არის რაქიტი.
ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არასწორი კვებით გამოწვეული რაქიტი ფაქტობრივად აღარ გვხვდება, რაც განპირობებულია საკვებში D ვიტამინის ჩამატებით. რა იწვევს? არასწორი კვება, კალციუმით ღარიბი პროდუქტის მიღება და მზის ულტრაიისფერი სხივების არასაკმარისი ექსპოზიცია. როგორ ვლინდება, რა არის დამახასიათებელი? საშუალო სიმძიმის რაქიტისათვის: ნერვული სისტემის მხრივ ემოციური გაღიზიანება . მკვეთრი ოფლიანობა, განვითარებაში ჩამორჩენა . ოსტეოქონდროზი, ქალა ძვლის დარბილება. კვადრატული თავი, თხემის ბორცვები, ოლიმპიური შუბლი, უნაგირა ცხვირი, ქათმისებური გულმკერდი, ხერხემლის კიფოზი, და სხვა ბევრი გამოვლინება.მკურნალობის გაგმა : რაქიტის სამკურნალოდ საჭიროა D ვიტამინი, მკურნალობის ხანგრძლივობა სირთულიდან გამომდინარეა. ჩვეულებრივ 1-3 თვეს გრძელდება. როგორ ავიცილოთ თავიდან. ცნობილია, რომ დედის რძეში D ვიტამინი არ არის. ამიტომ ყველა ბავშვს, რომელიც ბუნებრივად იზრდება, ენიშნება დამატებით D ვიტამინი . რაქიტი არ არის ფატალური დაავადება. მკურნალობა თუ ჩატარდება დროულად, დაექვამდებარება. დაგვიანების შემთხვევაში დარჩება დეფორმირებული ძვლები. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვებს არ ასვან სოდიანი წყლები, რადგან ისინი შეიცავს კოფეინს, რაც ძვლებიდან კალციუმის დაკარგვას იწვევს. სამურაის ყოველი დღე ისე უნდა გაეტარებინა, თითქოს ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღე იყო “ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა" მიხეილ ბატიაშვილი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევები 119 შეფასება არ არის
|