სხვა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევები 2019, 24 მარტი, 2:35 1936 წლის ბერლინში ჩატარებულ ოლიმპიადაზე ნაცისტებს სურდათ, საკუთარი მმართველობა წარმოეჩინათ კეთილმოსურნე და მშვიდობისმოყვარე რეჟიმად და ასევე ეჩვენებინათ არიული რასის უპირატესობა სპორტშიც. მაგრამ ნაცისტებისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა შავკანიანი ამერიკელი მძლეოსნის ჯესი უოენსის მიერ ოთხი ოქროს მედლის მოპოვება, აგრეთვე ებრაული წარმოშობის უნგრელი სპორტსმენი ქალის იბოლია კზაკის გამარჯვება სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრში . საბჭოთა კავშირი 1952 წლამდე არ მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში. სანაცვლოდ საბჭოთა ხელმძღვანელობა 1928 წლიდან აწყობდა საერთაშორისო შეჯიბრებებს. რომელთაც სპარტაკიადებს უწოდებდნენ. 1920_30 წლებში კომუნისტური მოძრაობები მთელ მსოფლიოში ცდილობდნენ დაეპირისპირებინათ ოფიციალური, მათი თვალსაზრისით“ ბურჟუაზიულ "ოლიმპიადებისათვის ე. წ.“ მუშათა ოლიმპიადები". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა ხელმძღვანელობამ თანდათან გააცნობიერა, თუ რამდენად სასარგებლო იყო საბჭოთა წყობის “ უპირატესობის " პროპაგანდისათვის ოლიმპიადებში მონაწილეობა და გამარჯვებები . ამის შემდეგ საბჭოთა რაჟიმმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ოლიმპიადებისათვის სპორტსმენების მომზადებას. მთავარი მიზანი გახდა მოპოვებული მედლების რაოდენობით აშშ- ისთვის გასწრება. 1980 წელს, ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის გამო , აშშ- მ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას. იგივე გააკეთა საბჭოთა კავშირმა 1984 წლის ლოს - ანჯელესის ოლიმპიადის მიმართ . თუმცა ამ შემთხვევაში ბოიკოტს კონკრეტული პოლიტიკური მოვლენა არ ედო საფუძვლად და უფრო მეტად წარმოადგენდა საბჭოელების “ შურისძიებას" ამერიკელებისადმი მოსკოვის ოლიმპიადის ფაქტობრივად ჩაშლის გამო. ასევე დაგაინტერესებთ : საქართველოს რაგბი ელიტარულ ადგილს იკავებს მიხეილ სააკაშვილი დნმ-ის პასუხებს აქვეყნებს, რითაც მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა 116 შეფასება არ არის
|