განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქვეყნებს:
ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი სტეფანო ტრავალია 5 სექტში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის 6/16 ფინალში იასპარეზებს.
ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-15 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.
სტეფანოს ციციპასი
წყვილში გამარჯვებული 1/8 ფინალში, სავარაუდოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.