x
image
Teklamaisuraze
სამურაის ყოველი დღე ისე უნდა გაეტარებინა, თითქოს ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღე იყო
სამურაები წარმოადგენდენ სამხედრო _ ფეოდალურ ფენას შუა საუკუნეების იაპონიაში.

image

შუა საუკუნეების ევროპელ რაინდებს ხშირად ადარებენ იაპონელ სამურაებს . სამურაების მოვალეობა იყო თავიანთი ბატონის _ დაიმიოს ერთგული მსახურება. სამურაები უნდა ყოფილიყვნენ მამაცნი, ერთგულნი, მორჩილნი და თავმდაბალნი.

image


მრავალი სამურაი თავისი ბატონის სიკვდილის შემდეგ თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს საკუთარი ბატონისადმი ერთგულების ნიშნად.

image

სამურაებს ბევრი საერთო ჰქონდათ შუა საუკუნეების ევროპელ რაინდებთან, მაგრამ მათგან განსხვავებით, სამურაის არამარტო იარაღის ტარება მოეთხოვებოდათ _ ის განათლებულიც უნდა ყოფილიყო. სამურაების დიდ ნაწილს ადმინისტრაციული საქმეების წარმოებაც ევალებოდა, რისთვისაც აუცილებელი იყო სხვადასხვა სახის საბუთების შედგენის ცოდნა .

სამურაები ატარებდნენ ორ ხმალს. გრძელ ხმალს ბრძოლაში იყენებდნენ, ხოლო მოკლე ხმალს მტრისათვის თავის მოსაკვეთად ან თვითმკვლელობისათვის ხმარობდნენ.

image

1700 წლისთვის დაიწერა “ ჰეკაგურე", სამხედრო კოდექსი, რომლის მიხედვითაც სამურაებს მოეთხოვებოდათ თვითდისციპლინაზე ზრუნვა და ნებისმიერ სიტუაციაში ღირსეულად მოქცევა. სამურაის ყოველი დღე ისე უნდა გაეტარებინა, თითქოს ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღე იყო და ყოველთვის მზად ყოფილიყო სიცოცხლის გაწირვისათვის.

0
146
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0