x
image
ელენე გუმა
ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტზე
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტზე, გიორგი მარგველაშვილზე წერს.


როგორც გრიგოლია აღნიშნავს, ის მარგველაშვილის შესახებ მოზმადებულ სიუჟეტს უყურებს და აღნიშნული სიტყვებიც ამ სიუჟეტმა დააწერინა.


"Maka Chichua Anna Margvelashvili. მომიკითხეთ ეგ უკარგესი კაცი, სულ მიყვარდა და ეხლა უფრო მეტად))))) ოქროს მარგველა )))) "- წერს ინგა.


აღნიშნულ პოსტს უამრავი გამოხმაურება აქვს, როგორც საზოგადოება აღნიშნავს, ძლივს გამოჩნდა, როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი თანამდებობიდან ისე, რომ მოპარული ფულით ცხოვრება არ მოიწყოს.


ინგას ასევე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი და ჟურნალისტს მადლობას უხდის ასეთი სიტყვებისთვის.


"მარგველაზე რეპორტაჟს ვუყურე ეხლა“ შაბათის კურიერში “ბრავო, გიორგი! პროტოკოლი არა კვახი!"- დასძენს მომდევნო სტატუსში ჟურნალისტი.


ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "რუსთავი2 "- ზე გავიდა სიუჟეტი ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესახებ.


როგორ სიუჟეტიდან გაირკვა 80 დოლარად ნებისმიერ მსურველს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია.

პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გააქირაოს კოტეჯი ეზოში, რომელიც პრეზიდენტობის დროს ააშენეს და პირველი ლედის ხელით მოაწყეს.

გასაქირავებელ კოტეჯამდე მიმავალი ბილიკი მარგველაშვილების ბაღ-ბოსტანზე გადის. ექს პრეზიდენტის სტუმრებს სადილზე საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიუტანს.

ენერგოეფექტური კოტეჯი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა. ინტერიერის დიზაინი ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.


image


1
1148
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1148
  
2019, 24 მარტი, 4:42
80 დოლარი?
ძალიან იაფია.
ამ ფასით, ჩვენ პრესტიჟს ვუგდებთ ქვეყნის პრეზიდენტის სახელს.
ისე, მართლა მაგარი რამე გააკეთა, სააკაშვილსაც ხომ აქვს ყვარელში სახლი, გააქირავოს, ოღონს ღამეში მინიმუმ 10 000 დოლარად.
ჩვენი დიდი მეფეები რომ აქირავებდნენ თავის სახლს, ანუ ვთქვათ გიორგი მეფე აქირავებს გეგუთის სასახლეს, ან თამარ მეფე ისნის სასახლეს.
რა ფასად და ვინ არ გადაიხდიდა ვისაც შეძლება ჰქონდა? ყველა ფულლიანი,
მილიონი დოლარი, ერთი ღამით თამარ მეფის სასახლეში...წარმოუდგენელია ხომ?
ეხლაც იგივეა, პროსტა სასახლეა ახალი და ფასიც იმიტომ არის დაბალი, თუმცა მაგრად დაბალია ტოოო!!!!!!!!!!!
მაგ ფასად საღორეს ვერ იქირავებ ბევრ ქვეყანაში...ნუ დავიჩაგრავთ თავს...
0 1 1