x
image
თამილა გურაშვილი
რა გავლენას ახდენს ოქრო ადამიანის ორგანიზმზე?
image
ოქროს ყოველთვის ატარებდნენ მეფეები, მსოფლიოს მეთაურები და მდიდარი ადამიანები. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოქრო არის ლამაზი და მარადიული.

მას აქვს საოცარი უნარი მოიზიდოს წარმატება, პატივისცემა და კიდევ ჯანმრთელობა. იგი აძლიერებს, აცოცხლებს ადამიანის გრძნობებს, ნდობას, ახდენს გავლენას აზროვნების სიჩქარეზე და ებრძვის დეპრესიას, ის ძალიან სასარგებლოა ენერგიის დაკარგვის შემთხვევაში.

ოქრო უბრალოდ საჭიროა შეზღუდული, დაუცველი და დაკომპლექსებული ადამიანებისათვის. ეს იდუმალი მეტალი ხელს უწყობს ქრონიკული დაღლილობის მოხსნას. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთმა ხალხმა რამდენიმე ოქროს სამკაული უნდა ატარონ, საიდანაც ძალა და ენერგია ჩნდება.

პასიური ადამიანები, რომლებმაც ოქროს სამკაულების ტარება დაიწყეს, ენერგიული და აქტიური გახდნენ. ეს მზის კეთილშობილური ლითონი ავსებს ადამიანს სიცოცხლის სურვილით. ამიტომაც, სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებიც თვითმკვლელობისკენ არიან მიდრეკილი.image


ეგვიპტეში ძალიან აფასებდნენ ოქროს, მას მეფეებს საფლავშიც კი ატანდნენ. მოხ ოქრო იყო ღვთაების საჩუქარი და წმინდა მეტალი.
ოქროს არ უყვარს სხვა ლითონები, განსაკუთრებით, ვერცხლი. ვინც ვერცხლის და ოქროს სამკაულებს ერთად გაიკეთებს, ერთ საათში იგრძნობს დაღლილობას და სისუსტეს.

ძველი თქმულების თანახმად, ოქრო არ უნდა დაწყევლოთ და არ ილაპარაკოთ მასზე, რადგან ეს არის საჩუქარი ღვთაებისგან. ის, ვინც ოქროზე უარს იტყვის, ყოველთვის იქნება მათხოვარი - ოქროს არ მოსწონს ასეთი ხალხი. უკვე დიდი ხანია შეინიშნება, რომ ოქრო თავად მიდის ისეთი ადამიანების ხელში, ვისაც უყვარს ოქრო.

კეთილშობილური ლითონი აუმჯობესებს ადამიანის ტვინის მუშაობას, სასარგებლო გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე და სისხლძარღვებზე. ოქრო ხსნის თავის ტვინის სპაზმს და შველის თავბრუსხვევას. ოქრო თბილი, მზიანი ლითონია. ეს არის სასარგებლო, ვისაც მუდმივად ცივი კიდურები აქვს.


ინდოეთში, ოქროს სამკაულებს იკეთებენ ხელზე, ფეხზე სისხლძარღვების და სახსრების დაავადებების დროს. ოქროს ქამარს ატარებენ ქალები, მიიჩნევა, რომ ის უშვილობას კურნავს.image

იაპონიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოქროს სამკაული სასწაულებრივად ააქტიურებს ცხოვრების პროცესებს. ოქრო ახანგრძლივებს სიცოცხლეს!

ყველა ამ დადებითი თვისების გარდა, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი: ავადმყოფებზე ძალიან დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ ექიმებმა აღნიშნეს, რომ ყურებზე ოქროს საყურეების ბრწყინვალებამ შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელი აგრესია შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში და ეპილეფტიკებში კი შეტევა.

თუ მაღალი ხარისხის ოქროს შეძენის შესაძლებლობის არ ქონის გამო, პირი იძულებულია შეიძინოს დაბალი ხარისხის ოქრო, მაშინ, უნდა იცოდეთ ის ფაქტი, რომ დაბალი ხარისხის ოქრო შეიცავს სპილენძს, ნიკელს და თუთიას.

ნიკელი იწვევს ალერგიას და ზიანს აყენებს სხეულს. ამიტომ თქვენ უნდა დაფიქრდეთ, ღირს თუ არა, დაბალი ხარისხის ოქროს ყიდვა. სხვათა შორის ნიკელი აკრძალულია მრავალ ქვეყანაში.


0
383
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0