x
image
ელენე გუმა
ნახეთ, რა აჩუქეს ინგა გრიგოლიას პრეზიდენტთან ინტერვიუს შემდეგ (ფოტო)
ორი დღეა, სოციალური ქსელით ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინტერვიუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განხილვის საგანია.


ჟურნალისტის მიმართ კრიტიკული შეფასებები ამ დრომდე არ წყდება.


საზოგადოების ნაწილი კი ჟურნალისტის გამხენევებას ცდილობს და მოუწოდებს მას, არ აჰყვეს ამ ადამიანების საუბარს.


ამ ადამიანების რიცხვში აღმოჩნდა ჟურნალისტი ნინო არაზაშვილიც, რომელმაც კოლეგას სამსახსოვრო და სიმბოლური საჩუქარი გაუკეთა.



ამის შესახებ გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაპოსტა და საჩუქრის ფოტოც გამოაქვეყნა.


"გუშინდელი ინტერვიუს სამახსოვრო საჩუქარი გამიკეთა Nino Arazashvili-მათვალი გავს?-გავს. პრეზედენტისას წააგავს და ხვალ მივიბნებ პიჯაკზე მადლობა, ნინაჩკა !"- წერს გრიგოლია.


19 მარტს "ტვ პირველის" ეთერში გავიდა ინტერვიუ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრეზიდენტს შეეკამათა, რამაც საზოგადოებას აღაშფოთა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ინტერვიუ, პრეზიდენტის რანგში.



imageimageimage


ამავე თემაზე:

"ნერვებს გაუფრთხილდით" - ინგა გრიგოლია აღშფოთებულ საზოგადოებას მიმართავს


0
3059
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0