x
image
carpediem
ტრამალის მგელი ( ნაწყვეტები )
image
1)
ადამინს ცხოვრებაში ხშირად აქვს სულიერი კვდომის, გამოფიტვისა და სასოწარკვეთის შავბნელი დღეები, როცა აქციონერული საზოგადოებებისგან აიავარქმნილ და წვენგამოცლილ მიწაზე ადამიანთა მოდგმა და ეგრეთ წოდებული კულტურა გულს გ ირევს თავისი ყალბი, იაფფასიანი და მოჩვენებითი ბრჭყვიალით, ბოლოს კი ეს ყვლაფერიერთმანეთს გადაეჩდობა და უიმედობის მწვერვალს ჩვენს სნეულ სულში აღწევს. ჰოდა ვინც კი საკუთარ თავზე იწვნია მსგავსი ჯოჯოხეთური დღეები, ძალიან კმაყოფილი უნდა დარჩეს ამდღევანდელივით ჩვეულებრივი, ნახევრის ნახვრული დღით..ამ მაძღრული მოწყენილობით, ამ საოცრად მადლიერი უტკივარობით დახუთულ ჰაერში ეს ეულად თვალემამორეული ნახევრის ნახევრული ღმერთიცა და ნახევრის ნახევრული ადამიანიც, ელდანაცემი რომ გალობს ჩუმ ფსალმუნს, ტყუპის ცალივით ჰგვანან ერთმანეთს.
დიდებული რამაა კმაყოფლებისა და უტკივარბის გრძნობა, ერთიმეორეზე მიჯრილი გასაძლისი დღები, როცა ტკივილიცა და სიხარულიც მიყუჩებულა და ვერ ბედავს თავის წამოყოფას, როცა ორივე ჩურჩულით ამბობს სათქმელს და თითის წვერბზე დაიპარება. მაგრამ მთელი ჩემი უბედურება ისაა, რომ სწორედ ეს კმაყოფილება მაგიჟებს და ამომდის ყელში, მაშინ კი სასოწარკვეთილი, სხვა სათბურ სარტყელებში ვეძებ გასაქცევ გზას. ვცდილობ სიხარული ან, - უკიდურეს შემთხვევაში, ტკივილი გავიხადო მეგზურად. საკმარისია სულ ცოტა ხანს ვიცხოვრო სიხარულისა და ტკივილის გარეშე შევისუნთქო ეგრეთ წოდებული ბედნიერი დღების დახუთული ჰაერი რომ ჩემი ბალღური სული, კვლავ აივსება უიმედო სევდით. მზად ვარ მადლიერების ჟანგმოკიდებული ჩანგი, მაძღარ სახეში ვესროლო კმაყოფილებით მთვლემარე ღმერთს და ჯანსაღი ჰაერით სავსე ოთახში ყოფნას, ჯოჯოხეთური ტკივილის განცდა ვამჯობინო.


2)დიახ, დრომ წარიტაცა ყოველივე, ეს ფიალაც გამოიცალა და მერე აღარც შევსებულა,
ნუთუ სინანულმა შემიპყრო? არა, სანანებელი არაფერი მქონდა, მე მხოლოდ ჩემი დღევანდელობა მენანებოდა, მენანებოდა თმენაში დაკარგული უთვალავი დღე თუ საათი, რომელსაც არც რამით დავუსაცუქრებივარ და არც ჩემი სული შეუზრავს. თუმცა მადლობა ღმერთს, მართალია იშვიათად მარა მაინც მქონია ისეთი საათები, როცა ბედნიერება სანუკვარი სტუმარივით მწვევია, ღელვით შემოჭრილა ჩემს სხეულში, დაუნგრევია კედლები და გზაკვალარეულისთვის კვლავ უგრძნობბინებია სამყაროს ცხელი სუნთქვა

3) სასაცილოდ მეჩვენა ადამიანური სითბოს უილაჯო ძებნით გამოწვეული ეს ტანჯვა. სიმარტოვე დამოუკიდებლობაა, მე თვითონ მეწადა იგი და აი, უკვე რა ხანია მოვიპოვე კიდეც, ცივი იყო ეს სიამრტოვე, მაგრამ თან მშვიდიც, დიახ, ისეთივე მშვიდი და უკიდეგანო, როგორც მოტორტმანე ვარსკვლავებით მოჭედილი ცივი, მდუმარე სივრცე

4) თვით ყველაზე უბედურთა ცხოვრებაშიც არის ხოლმე მზით გაცისკროვნებული წუთები და ქვა-ღორღს შორის ამოხეთქილი ბედნიერების პაწაწინა ყვავილები

5)მოძალადეს ძალადობა ღუპავს, ფულის მოყვარულს -ფული, მონას მონობა, სიამეთა მოტრფიალეს -საიმე, ჰოდა ტრამალის მგელსაც საკუთარი თავისუფლება ღუპავდა... როგორც კი ჰარიმ მიაღწია ნანტრ თავისუფლებას, მაშინვე მიხვდა, ეს თავისუფლება სიკვდილს უდრიდა. დაინახა საკუთარი სიმარტოვე და იგრზნო, მთელი ქვეყანა ავბედითად რომ განუდგა. ამიერიდან აღარაფერი ესაქმებოდა ადმაინებთან და თვით საკუთარ თავთანაც კი.
ასე ნელ-ნელა ეეხუთებოდა სული ტრამალის მგელს განდეგილობისა და მარტოსულობის დახშულ სივრცეში, ახლაღა აღმოჩნდა თურმე სიმარტოვისა და თავისუფლებისკენ სწრაფმის ურვილსა და მიზანს კი არ შეადგენდა, ამ ჯადოსნური სურვილის აღსრულება მისი ხვედრი, წერა გამხდარიყო და ამ განაჩენის შეცვლა, არანაირ ძალას აღარ შეეძლო...იგი ყველსაგან მიტოვებული იყო


6) ყველა გამორჩეულად თავისთავად ადამიანი საკუთარ 'მეს' უფირისფირდება ხოლმე და მის განადგურებას ცდილობს
... გულს მიწვავს ცეცხლი ყელდამთუთქველი
... და გატანჯულ სულს მივუთრევ ეშმაკს

ამქვეყნად ყველა შიშზე საზარელი სიკვდილის შიში ! შეძრწუნებული ვფიქრობდი იმ წამზე, როდესაც სამართებელს ვისიშვლებდი და გულგრილად დავისერავდი საკუთარ ხორცს !


უდავოდ ცდებიან როცა თვითმკვლელობას შემთხვევით სჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არ გამომდნარეობს შინაგანი ბუნებიდან. ცხოვრების სიმწარეს ნაზიარები ასობით, ათასობით უგერგილო და უნიათო ადამიანი თვითმკვლელობიტ ამთავრებს სიცოხლეს, მაგრამ თავისი ხასიათითა თუ რწმენით სრულიან არ მიკუტნებიან თვითმკვლელთა რიცხვს, ბევრი ადამიანი კი -და ასეთია ჭეშმარიტი თვიმვლელების უმრავლესობა- საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს.
.... თვითმკვლელობისთვის სულაც არაა აუცილებელი სიკვდილთან უშუალო სიახლოვე, თვითმკვლელი თავის 'მეს' სამართლიანად თუ უსამარტლოდ-ბუნების ძალიან სახიფათო, არასაიმედო და უსუსურ ნასიერად მიიჩნევს. მას საკუთარი თავი უმწეო გონია და ისეტი გრზნობა აქვს, ტითქოს კლდის ვიწრო ქიმზე იდგეს, როცა ს ულ პატარ ბიძგი ან მცირე შინაგანი სისუსტეც საკმარისია რომ უფსრულში გადაიჩეხოს. ამ ყაიდის ადამინების ცხოვრება იმითაა ნისანდობლივი, რომ თვითმკვლელობა მათთვის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ყვლაზე ნაღდი სახეობააა, ყოველ შემთხვევაში მათ ასე სწამს, ამგვარი გუნება განწყობა ადამნებსი ადრეულ სიჭაბუკეშივე იჩენს ხოლმე თავს და მთელი ცხოვრების მანძილძე გაყვებათ, მაგრამ ეს სულაც არ ნისნავს, რომ ისინი სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდიან, პირიქით ' თვითმკვლელთა' შორის საოცრად ჯიუტ და მამც ადამინებს ვხვდებით.
..... არიან ადმაინები, სულ მცირე გაცივებაზეც რომ სიცხე აუწევთ ხოლმე, მათ მსგავსად ჩვენი 'თვითმკვლელბიც; ბუნებით საოცრად მგრზნობიარეები არიან. პატარა ელდაც საკმრისია რომ მთელი არსებიშ მიეცნენ თვითმკვლელობაზე ფიქრს.
თვითმკვლელთა უმრავლსეობას არ შესწევს უნარი ოდესმე მარტლა მოისწრაფოს სიცოცხლე, რადგან შეგნებაში ღრმად ავს გამჯდარი რა დიდი ცოდვაა ეს. მაგრამ ვინაიდან ეს ადმაინები სიცოცხლეში კი არა სსიკვდილში ხედავენ ხსნას, ვინაიდან მზად არიან საკუთარი თავი გასწირონ, მოსპონ ან კვლავ დაუბრუნდნენ პირველ საწყისს, ამიტომაც ჩვენ მათ მაინ ც თვიტმკვლელბად მივიცნევთ ....
.... ''' ნეტავი სად გადის ადამინების ამტანობის ზღვარი? ერთელაც იქნება ამესვება მოტმინების ფიალა, გამოვარებ ფანჯარას და მიყარონ მერე კაკალი'''- ერთის მხრივ ეს აზრი თვიტმკვლელს უჩვეულო მხნეობას მატებს, მეორე მხრივ კი მშვენივრად იცის რა ძენელია ბრზოლა მოკვლის ცდუნებასთან. სულის სიღრმეში გრზნობას რომ მათალია თვითმკვლელობა გამოსავალი კია, მაგრამ ეს გამოსავალი ცოტა არ იყოს უბადრუკი და ურირსია. იმასაც გრზნობს რომ ბევრად უფრო მომხიბლავი და კეთილსობილურია, ადამინი ბედის მსხვრალმა ხელმა განგმიროს, ვიდრე საკუთარი სიცოცხლის მოსასწრაფად არმართულმა მარჯვენამ
....დაე. ითვლებოდეს თვიტმკვლელობა სისულელედ, სილაჩრედ და სულმდაბლობად, დაე იყოს იგი საძრახისი და სამარცხვინო ხსნა !-ტანჯვის ამ მორევიდან ნებისმიერი გამოსავალი, რაგინდ სამარცხვინო და სათაკილოც უნდა იყოს, ვაი რომ ადამინს მაინც ბენიერებად მიაჩნია. ამ დროს აღარ გჭირდებ კეტილშობილებისა და გმირობის გათამაშება, უბრალო არჩევანი წინაშე დგახარ და ფიქრობ რა ამჯობინო: სულ მცირედი, წამიერი ტკივილი თუ შემზარავი, უსაშველო, ენით აუწერელი ტანჯვა.


---
სისულელა ყველაფერი. ორში ერთია: კაცმა ან თავი უნდა ჩამოიხრჩოს ან იცოცხლოს, თუკი თავის ჩამოხრჩობა აუჩემებია რა გაეწყობა, მაშასადამე საპატიო მიზეზი ჰქონია და კისერიც ყულფში უნდა გაუყაროს, მაგრამ ტუკი ადამინი ცოცხლობს, მისი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხზლე უნდა იყოს .




8)
მსაჯულს, მკვლელის პირისპირ რომ ზის და თვალებში შესცქერის, უეცრად ისეთი წამი დაუდგება, როცა მკვლელის ისტყვები ყურში საკუთარ ხმად ჩაესმის და მსაჯული გრზნობს როგორ აირეკლება დამნაშავის ყველა მიზანსწრაფვა, თვისება თუ შესაძლებლობა მის საკუთარ სულში. მაგრამ ის კვლავ აიფარებს სახეზე იმ თავისი მოჩვენებითი ‘მეს’ ნიღაბს, აღასრულებს თავის ვალს და მკვლელს სიკვდილის განაჩენს გამოუტანს .
დროდადრო ნიჭიერ და სათუთი გრძნობებით დაჯილდოებულ ადამინებს აეკვიატებათ ხოლმე ფიქრი საკუთარი სულის თაობაზე: გენიოსების მსგავსად ისინიც დაარღვევენ პიროვნების მოჩვენებიტი მტლიანობის ზღუდეს, შეიგრძნობენ, რამდენად დანაწევრებულია მათი ბუნება და საკუთარი თავს მრავალი ‘მე’სგან აკინძულ კრიალოსნად წარმოიდგენენ, მაშინ საკამირისა ამის თაობაზე ჶრთი სიტყვაც კი დასცდდეთ, რომ ეს ადამინები უმრავლესობამ ოთხ კედელს შუა გამოკეტოს, სასაშველად მოუხმოს მეცნიერებას, დაუდგინონ შიზოფრენია და კაცობრიობას თავიდან ააცილოს მამ უბედურების პირიდან ჭეშმარიტების მოსმენის საფრთხე.

9) სინამდვილეში კი ნებისმიერი ‘მე’ თვით ყველაზე მიამამიტიც კი, ერთი მთლიონობა კი არა, მრავალსახოვანი რთული სამყაროა, პაწია ცის კიდობანია, ფორმათა, საფეხურთა და მსგდომარებობათა, მემკვიდრეობათა და შესაძლებლობათა ქაოსია . ..
გული თუ სხეული მუდამ ერთია, სული კი მასში ორი ან ხუთი კი არა, ურიცხვი ბინადრობს. ადმიანს ხახვის ბოლქვივით ასობით ფურცელი შემოჰკვრია ჰარს. იგი უთვალავი ძაფის წვერისგან ნაქსოვი ქსოვილია
..ადამიანი ხომ გაქვავებული და მარადუცვლელი რამ არ არის, იგი რაგაც უფრო მცდელობაა, სახიფათო ბეწვის ხიდია ბუნებასა და სულს შორის გადებული. სულისკენ, უზენასისაკენ ადამინს მისი შინაგანი დანიშნულება მიაქანებს, უკან დედაბუნებისკენ კი ღრმა კაეშანი ეწევა. ამ ორ ძალას შორის შიშითა და ზრწოლით გამოკიდებულია მისი სიცოცხლე.
ადამიანი არ არის ერთხელ და სამუდამოდ შექმნილი რამ. ესაა სულის ლტოლვა, ისეტივე შორეული თან სასურველი, როოგორც შიშისმომგვრელი მცდელობა

10) სერიოზულობა დროის ატრიბუტია და მას დროის გადაჭარბებული შეფასება იწვევს, ერთი ხანობა მეც დდად ვაფასებდი დროს, ამიტომაც მინდოდა ასი წლის ასაკამდე მიმეღწიე, მარადისობაში კი დრო არ არსებობს, მარადისობა მხოლოდ და მხოლოდ წამია, ერთხელ წასაოხუნჯებლად რომ ეყოფა კაცს

11) ღვთისმოსავ კაცს ბევრი უნდა ჰქონდეს, მეტსაც გეტყვი, ისსი დროზე არ უნდა იყოს დმაოკიდებული, არშეიძლება რმერთი ჭეშმარიტად გწამდეს და სინამდვილით ცხოვრობდე, თანაც ამ ს ინდვილეს -დროს, ფულს "ოდენს", -სერიოზული თვალით უყურებდე

12)გაციილებით დიდი უხამსობა ისაა, როცა რაღაც კეთილ საქმეს, იდეალს ესწრაფვი და ფიქრობ, რომ ვალდებული ხარ ხორცი შეასხა მას. განა ადამიანს იდეალები იმისთვისა აქვს, რომ მას ხორცი შეასხას? განა ამქვეყნად იმისითვის მოვსულვართ, სიკვდილს კარი გადავურაზოთ? არა, ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ჯერ სიკვდილის შიში გვქონდეს, მერე კი ერთმანეთი გვიყვარდეს. განა სწორედ სიკვდილის წყალობით არ არის ხოლმე ეს ცხოვრება ასე წარმტაცი?

13)ეს ბედნიერება მზიან დღეს მაგონებს წვიამიან შემოდგომაზე რომ გამოერევა ხოლმე, მაგრამ ვგრზნობ, დიდი დღე არ უწერია რადგან უნაყოფოა იგი. მართალია კმაყოფილებას განამაცდევინებს მაგრამ ჩემს სულსა და გულს არ ეკარება, არ ღირს იმადნ რომ ადამინმა მას თავი ანაცვალო. მთელი ჩემი ფიქრი იქიტკენაამიპყრობილი, ვიტანჯო, ოღონდ წინანდელზე უფრო ლამაზად და ღირსეულად. მე ისჶტ ტანჯვაზე ვოცნებობ სიკვდილისთვის რომ შემამზადებსდა დამიყოლიებს

14)ვიცოდი ახლა ჯიბეში მეწყო ყველა ის ფიგურა, ასი ათასი ცხოვრების ასაწყობად რომ იმარებოდა, გ აოგნებული ვცდლობდი ჩავწდომოდი თამასის არსს, მსურდა ხელახლა განმეცადა ამ თამასით მოგ რილი ტანჯვა, ერთხელ კიდევ შევძრწუნებულიყავი მისი უაზრობით. დიახ, დაუოკებელი სურვილი მქონდა ისევ და ისევ გამევლო საკუთარი თვითარსის ჯოჯოხეთი



2
1629
8-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
1629
  
2012, 6 აპრილი, 21:47
მადლობა :)
2012, 6 აპრილი, 21:18
მიმწონს
0 1 2