სხვა არტურ კონან დოილს მკვლელობაში ადანაშაულებენ 2012, 17 ივნისი, 11:59 2001 წელს ინგლისში გამოვიდა ისტორიკოს როჯერ გარიკისტილის წიგნი ''ბასკერვილების ძაღლი'', სადაც ავტორი ამტკიცებს რომ სერ არტურ კონან დოილი არა მარტო ითვისებდა სხვის ნაწარმოებს, არამედ მკვლელიც იყო. 1907 წელს ლონდონში გარდაიცვალა ჟურნალისტი ბერტფან ფლეტჩერ რობინსონი, რომლის მოკვლის ვერსიას ავტორი კონან დოილსა და მის საყვარელს- მოკლულის მეუღლეს მიაწერს. ავტორი აღნიშნავს რომ 1901 წელს რობინსონმა სახლში თავისი მეგობრები დაპატიჟა, მათ შორის კონან დოილიც და მათ წაუკითხვა თავისი რომანი -''დარტმურის თავგადასავალი'' რომელიც უშველებელ ძაღლზე მოგვითხრობდა. 1902 წელლ ჟურნალ სტენდში დაიბეჭდა კონან დოილის ახალი რომანი ''ბასკერვილების ძაღლი''. პირვანდელ გამოცემებს ავტორის მინაწერი ახლდა, რომლებიც მომავალ გამოცემებში გაქრა - ''მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ბერტფან რობინსონს გაწეული დახმარებისთვის'' გარიკისტილის აზრით კონან დოილმა მოიპარა რობინსონისგან ისტორია უშველებელ ძაღლზე, ასევე ამტკიცებს რომ ამ უკანასკნელის სიკვდილში სწორედ შერლოკ ჰოლმსის ავტორის ხელი ურევია. 186 3-ს მოსწონს
|