x
image
carpediem
უბრალო ადამიანთა ფილოსოფია
image


1) ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან : ერთს, უფრო მცირეს აქვს სადილი მაგრამ მადა არ აქვს, მეორეს დიდებული მადა აქვს, მაგრამ სადილი არ აქვს

2) ადამიანის საუკეთესო განმარტება - უმადური ორფეხა

3) ყველაზე უარესი სნეულებანი მომაკვდინებელი კი არ არის, განუკურნავია


4) ერთნი მუდამ ავად არიან იმის გამო რომ ძალიან ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, ხოლო მეორენი ჯანსაღნი არიან მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადების არ ეშინიათ

5) სიტყვა საუკუნეს ეკუთვნის, აზრები კი საუკუნეებს

6) ყველაფერი ამაოა, უწინარეს ყოვლისა კი თვით ჩვენი ვაება იმის გამო რომ ყველაფერი ამაოა

7) არქიტექტურა - აგრეთვე მატიანეა მსოფლიოსი : იგი ღაღადებს მაშინ, როცა უკვე მიჩუმებულან სიმღერები და ლეგენდები, და როცა აღარაფერი ლაპარაკობს დაღუპული ხალხის შესახებ

8)აწმყო პაწია მოძრავი სინათლეა რომელიც ბჟუტავს და ციმციმებს, ჭეშმარიტი გამოსხივება ყოველთვის წარსულიდან მოედინება

9)ბავშვი ანგელოზია რომელსაც ფრთები ეკვეცება ფეხების გაზრდისას

10) ბედი უნამუსო ქალია : ღარიბს ჩაგრავს, მდიდრის ეშხით მთვრალია

...........

1)ბედნიერებას და ცისარტყელას თავის ეზოში ვერავინ ხედავს

2) ჭეშმარიტ სიყვარულსა და ბედნიერებაზე იგივე ითქმის რაც მოჩვენების შესახებ, ყველა მათ ხსენებაშია მაგრამ იშვიათად თუ უნახავს ვინმეს

3) ყველა ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, უნდა იყოს ბედნიერი და უფლება აქვს იყოს ბედნიერი

4)სიკეთის ნიღაბს რომ არ ეფარებოდეს, ბოროტება ვერაფერს გააკეთებდა ამქვეყნად

5)ბუნება უსასრულოდ დანაწილებული ღმერთია

6)გამოცდილება სკოლაა, რომელშიც ადამიანი სწავლობს თუ რა დიდი რეგვენი იყო ადრე

7)ჯობს ათი დამნაშავე გაამართლო, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაკო

8)საშინელი დასასრული სჯობს უსასრულო საშინელებას

9)დიდება მიცვალებულთა სილამაზის სალონია

10) დრო- ღარიბთა სიმდიდრე და მდიდართა სიღარიბეა

2
365
7-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
365
  
2012, 10 სექტემბერი, 13:10
ბევრ რამეში გეთანხმებით. . .
0 1 2