x
image
ელენე გუმა
ის იყო ზოგჯერ ძალიან უხეში - ნახეთ, რას წერს მიხეილ სააკაშვილი ნიკა რურუაზე
17 მარტი ქართველი პოლიტიკოსის ნიკა რურუას დაბადების დღეა, ის 51 წლის გადხებოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა რურუას იხსენებს და სოციალურ ქსელში მის შესახებ წერს.

პოსტთან ერთად სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.


"დღეს ნიკა რურუას დაბადების დღეა.ის იყო ზოგჯერ ძალიან უხეში და ბევრჯერ მაგრად გვიჩხუბია..და შემდეგ ყოველთვის ვრიგდებოდით .იმიტომ, რომ ნიკას გარეშე არსებობა, მაინც ვერ წარმომედგინა და ყველაფერს რაც არ მომწონდა ვივიწყებდი....ვერ წარმომედგინა იმიტომ, რომ ის იყო სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის ზუსტი საზომი და ახალი იდეების უშრეტი წყარო.მისი სიკვდილიც ხანდახან მისი მორიგი გამოხტომა მგონია და მინდა დავურეკო, კარგი მოდი, დავივიწყოთ და ხვალ შემომიარეთქო...ამჯერად, შერიგება აღარ გამოგვივა.უბრალოდ მისმა გარდაცვალებამ ის მასწავლა, რომ დრო ძალიან ცოტაა და მისი გაფლანგვის ფუფუნება არავის გვაქვს .საქართველო უკვე მეშვიდე წელს ფლანგავს ფუჭად..."- წერს სააკაშვილი.



ნიკა რურუა 2018 წლის 4 დეკემბერს, 50 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი, ნიკა რურუა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2008 წლის 9 დეკემბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იყო. ის ასევე იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.


image

0
293
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0