ქალი და მამაკაცი რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული 2019, 17 მარტი, 11:31 ბევრი ქალისთვის სრულყოფილი მაკიაჟის გარეშე სახლის დატოვების იდეა სახიფათოდ ჟღერს. მაკიაჟი ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილი გახდა - ყოველ დილით მას სიამაყით ვიკეთებთ. მაკიაჟი – ეს ქალის რუტინის ის ნაწილია, რომელიც ქუჩაში გასვლის წინ უნდა შეასრულოთ. თუმცა, ყველა ქალზე, რომელიც მაკიაჟს იკეთებს, მოდის ერთი ქალი, რომელსაც მისი გაკეთება არ უყვარს. და ეს ტენდენცია პოპულარობას იძენს.
არაფერია დასამალი, არაფერია საშიში
დღის უმაკიაჟოდ გატარების კარგი მიზეზი არსებობს: სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც კოსმეტიკას არ იკეთებენ, ბედნიერები არიან. თითქოსდა მათ დასამალი არაფერი აქვთ როგორც სახეზე, ასევე ცხოვრების სხვა სფეროში. ითვლება, რომ ქალი, რომელიც კოსმეტიკას იკეთებს, მალავს რაღაცას - აკნეს, ან პიგმენტურ ლაქას.
ქალს, რომელიც მაკიაჟს არ იკეთებს, ესმის, რომ სრულყოფილი არავინაა და საკუთარ კანში თავს კომფორტულად გრძნობს. ეს მის საზღვრებს აფართოებს. წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღიურად ტონალური კრემის შეძენაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ, დილით კი მხოლოდ დაბანა და გარეთ გასვლა მოგიწევთ. ნაოჭები, ჭორფლი, აკნე: ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია როცა სარკეში საკუთარ თავს უყურებთ, თქვენ მცირე ნაკლს ხედავთ - ნაოჭებს ან იმას, თუ როგორი ლამაზი თვალები გაქვთ. შეიძლება ნაკლის შემჩნევის მიუხედავად ძლიერ ქალს უმაკიაჟოდ ყოფნა ურჩევნია. ბოლოს და ბოლოს, ყველას აქვს ნაოჭები, ჭორფლი, აკნე და სახეზე თმა. ეს ყველაფერი ჩვენი ნაწილია. თავდაჯერებულმა და ბედნიერმა ქალებმა ამის შესახებ იციან. და რატომაც არა? ღმერთმა ეს სახე რაღაც მიზეზით მოგცა. ის მოგეცათ იმის გამო, რომ დედამიწაზე გაღიმებულმა იაროთ. ექსპერიმენტი თუ მაკიაჟზე უარის თქმაზე ფიქრობთ, ეს პატარა ექსპერიმენტი სცადეთ. ის გიჩვენებთ, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს კოსმეტიკის გარეშე. სარკის წინ 10 წუთით დადექით და სახეს კარგად დააკვირდით. ყურადღება კანის ფერს და ჭორფლებს მიაქციეთ. ნახეთ, როგორ გამოიყურება თქვენი თვალები და ტუჩები. ბევრი დრო არ დაგჭირდებათ, რომ სილამაზე დაინახოთ. და თუ კიდევ დარწმუნებული არ ხართ, მის გარეშე თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მაინც სცადეთ უმაკიაჟოდ გარეთ გასვლა. დაიწყეთ ტუჩის პომადაზე უარის თქმით, გამჭვირვალე ტუჩის ბრჭყვიალა პომადა წაისვით. მსუბუქი ტონალური კრემი გამოიყენეთ და სახეზე ბევრი პროდუქტი არ დაიდოთ. ნეიტრალური ჩრდილები გამოიყენეთ. ძლიერი ქალი ბუნებრივ ფორმებში თავს კომფორტულად გრძნობს ძლიერი ქალი მრავალი მიზეზით ბედნიერია. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ „საკუთარ კანში“ თავს უფრო კომფორტულად გრძნობს. ეს ისაა, რომელიც ბევრს სურს, მაგრამ ვერ აღწევს. მათ მოდუნება და არსებულით კმაყოფილება უჭირთ. ძლიერ ქალს შეუძლია საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს და ნანახით იამაყოს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. როგორ გამოიყურებოდნენ ყველაზე დიდებული ქალები ფოტოშოპის, სილიკონის და პლასტიკური ქირურგიის გარეშე 2. ტესტი: რამდენად ლამაზი ხართ? 3. მეცნიერების დასკვნა: მარტოხელა ქალები უფრო დიდხანს ცხოვრობენ 4. ოდრი ჰეპბერნის სიტყვები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა მოისმინოს 5. როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
2600 2-ს მოსწონს
|