რელიგია რას სცემდნენ თაყვანს უძველეს დროში ვიდრე ქრისტიანობა შემოვიდოდა 2019, 17 მარტი, 1:24 ქართული ტომების რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისადმი თაყვანისცემა ქართველ ტომთათვისაც დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “ თავისი წილი" ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლებს, და ა. შ.
ასევე ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი უფროსი ღმერთები.
მაგ. ადრეკლასობრივი საზოგადოების დროს ყველაზე დიდ პატივს მიაგებდნენ ცის მნათობებს, მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებს. იმდროის სათაყვანებელი იყო სამეული : უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი, მეორე _ ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე _ კვირია. მეფე ფარნავაზის დროს მცხეთაში აღმართეს კერპები, არმაზი და ზადენი, გაც და გაიმ. ზადენის გორაზე, ამ კერპების მიღება აღიარება იყო ცეცხლთაყვანისცემის. ეს იყო სპარსთა რჯულის მიღება. აჰურამაზდა _ მეცნიერთა ყურადღებას იქცევს ამ აღწერილობა. ქართლის ქედის ცხვირზე ასვლისას წმინდა ნინოს თვალწინ შარმოუდგა “ კაცი ერთი სპილენძისაი: ტანსა მისსა ეცუა ჯაჭვი ოქროსი, და ჩაფხუტი ოტროსი, ესხა ფრცხილი და ბივრიტი და ხელს აქუნდა ხმალი ლესული". როგორც ვხედავთ წინაქრისტიანულ ხანაში გამოქანდაკებულია მებრძოლი რომელსაც ტანთ აცვია ოქროს ჯაჭვური და ხელთ ხმალი უპყრია, რომლის შეხებისას სასიკვდილოდ განიწირება. იმდროინდელი საკულტო ცერემონიები იყო “ სოფლისმპყრობელობა", “ მზის მოფენა ", “ წვიმისმოცემა", “ მიწის ნაშობთა გამოზრდა." ასევე საკულტო საგანია ხარის გამოსახულება. მისი გამოსახულება ადრე თიხისაგან უკეთებიათ. ლეონტი მროველი კიდევ ორი ღვთაების შესახებ“ აინინა", საურმაგ მეფეს აღმართავს, ხოლო “ დანინა" მირვან მეფეს. ასევე აღმართული იყო ქალაქ ფაზისში შესასვლთან ქალღმერთის დიდი ქანდაკება. ეს ქალღმერთი, ტახტზე იჯდა და ხელთ ეჭირა ერთგვარი საკრავი _ კიმბალი. ხოლო ფეხთით ლომები ეწვა. მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ლომის თავის მარმარილოს ქანდაკება, და კირქვისაგან გამოკვეთილი სამი ლომის თავი აღმოჩენილი ვანის ანტიკური ნაქალაქარის შიდაციხის გალავანთან. ანტიკური ხანის საქართველოში ლომის პატივისცემა საკმაოდ ფართოდა ყოფილა გავრცელებული. ანტიკური ხანის ქართული წარმართობის ხასიათი საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, თავისი დიდი დღესასწაულებიც უნდა ჰქონოდა. 120 შეფასება არ არის
|