კულტურა ტოტო კუტუნიოს უკრაინაში კონცერტის ჩატარება აუკრძალეს 2019, 16 მარტი, 13:12
იტალიელი მომღერალი დღემდე ძალზე პოპულარულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, კუტუნიოს კონცერტი 23 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც იტალური სააგენტო ANSA იტყობინება, მომღერალს პრორუსული პოზიცია დასდეს ბრალად, როგორც ცნობილი გახდა, ცოტა ხნის წინ უკრაინელი დეპუტატების ნაწილმა მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, გაეუქმებინათ იტალიელი პოპ-მომღერლის კონცერტი. "ჩვენ პირადად ოფიციალური უწყება არ მოგვსვლია, ეს ყველაფერი საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, კიევში 23 მარტს გვქონდა დაგეგმილი კონცერტი, ეს უნდა ყოფილიყო გრანდიოზული შოუ, სადაც 60 კაციანი ორკესტრი დაუკრავდა.ეს იყო ჩვენი ბენდის და უკრაინელი მუსიკოსების "დაძმობილების" პროექტი."-აღნიშნა კუტუნიომ. 75 წლის მომღერალმა ისიც დასძინა, რომ უკრაინის ხელისუფლების ასეთი გამოხტომები "მხოლოდ პუტინის სასარგებლოდ ასხამს წყალს და მის ავტორიტეტს აძლიერებს" 219 2-ს მოსწონს
|