x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მაიკლ ჯექსონის მეორე ცოლმა აღიარა,რომ ქმართან სექსი არასდროს ჰქონია
image
მაიკლ ჯექსონის მეორე ცოლმა ბავშვები ხელოვნური განაყოფიერებით გააჩინა.


პოპის მეფის მეორე ცოლმა და ცნობილი მოდელის პერის ჯექსონის დედამ-დები როუმ აღიარა, რომ ქმართან სექსი არასდროს ჰქონია.ამის შესახებ იტყობინება გამოცემა The Sun


ქალმა რომელიც ჯექსონთან ქორწინებაში სამი წლის(1996-1999) განმავლობაში იმყოფებოდა, აღიარა, რომ ჯექსონი მას იყენებდა, როგორც "ინკუბატორს", რადგან ის ორივეჯერ ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმდა.

image


ამასთანავე დები ვარაუდობს, რომ განაყოფიერების დროს გამოიყენეს დონორის და არა მაიკლის სპერმა.


ამიტომაც გასაკვირი არაა, მაიკლის მამობა ხშირად იყო ეჭვქვეშ დაყენებული, რადგან ორივე ბავშვი თეთრკანიანია, ქერათმიანი და ცისფერი თვალებით.


აღსანიშნავია, რომ მაიკლის მესამე შვილი პრინცი მაიკლ II დაიბადა სუროგატი დედისგან, რომლის სახელიც დღემდე გასაიდუმლოებულია.


შეგახსენებთ, რომ ბოლო ხანებში სკანდალური დოკუმენტური ფილმის "დატოვო ნევერლენდი"(Leaving Neverland)პრემიერის შემდეგ, სადაც ორი მამაკაცი მაიკლ ჯექსონის პედოფილიაზე საუბრობს, BBC 2-მა აკრძალა მაიკლ ჯექსონის სიმღერების გაშვება, მას მალევე მიბაძა ახალმა ზელანდიამ და კანადამ.

image


ლონდონში მისი სტატუა ჩამოხსნეს, ხოლო სიმპსონების სერიალიდან ჯექსონის ხმა წაშალეს.

0
546
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0