x
image
Teklamaisuraze
,, რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიიყვანს " რას იხსენებს ედუარდ შევარდნაძე მემუარებში
ჩემი თხრობა სრულყოფილი არ იქნება, თუ ერთ ამბავს არ გავიხსენებ. მხედველობაში მაქვს თენგიზ აბულაძის ფილმი “ მონანიება". სწორედ საქართველოში გახდა შესაძლებელი კინემატოგრაფიის მიერ შეფასებულიყო ავტორიტარული რეჟიმი და მონანიებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულიყო. ამ ნაბიჯის გადადგმაში მეც ვმონაწილეობდი და მეც მოვინანიე ღვთისა და ერის წინაშე.

image

ერთხელ მირეკავს კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე და მეუბნება ამოსვლა მინდაო. მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იყო. თენგიზი დანიშნულ დროს მოვიდა მაგიდაზე ნაბეჭდი ქაღალდების დასტა დამიდო :“ ეს არის ჩემი ახალი ფილმის სცენარი, მინდა რომ წაიკითხოვო. " მართლაც მოსკოვში ჩემი საქმე მოვითავე, დღის ბოლოს სახლში დავბრუნდი და კითხვას შევუდექი, ვკითხულობ, ვკითხულობ და სული მეხუთება, წარმოვიდგინე რა იქნებოდა ეს ეკრანზე, ნანულიმ შემატყო, რომ შიგადაშიგ გული ყელში მებჯინებოდა, და მკითხა, რა იყო რამ აგაღელვა, მივეცი სცენარი და მანაც წაიკითხა, ისიც ჩემს დღეში ჩავარდა. თავის თავზე ჰქონდა ბევრი რამ გადატანილი, ყველაფერი გაახსენდა და ქვითინი აუვარდა.

image


თბილისში, რომ დავბრუნდი, ბატონი თენგიზი 2_ 3 დღის შემდეგ შემეხმიანა. რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რა მომავალი ექნებოდა ამ ფილმს. ნახავდა თუ არა მზის სინათლეს, როცა გაკეთდებოდა. არ მინდოდა გული მეტკენინებინა, მაგრამ სიმართლე უნდა მეთქვა, როცა შევხვდით, ვუთხარი ორი დიდი პრობლემა შეხვდება ფილმს . პირველი ის რომ, ამ სცენარს მოსკოვში კომიტეტი არ მიიღებს, ე.წ. დაფინანსების საკითხი. მეორე ვთქვათ და დავრწმუნდეთ და გადაიღე. ეს ფილმი რამდენი წელი მზის სინათლეს ვერ იხილავს. თაროზე უნდა იდოს, ამიტომ ამისთვის ხარ განწირული ამას უნდა შეეგუო, მაგრამ რომ არ გადაიღო, დამნაშავე იქნები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

image

შეწუხდა, აბა რა გავაკეთოვო.

მოკლედ ასე გადაწყდა, დაიწყება კინოფილმის გადაღება და შევეცდები მოსკოვში ავუხსნავო. 600 ათასი მანეთი ვითხოვეთ გადასაღებად. ფილმის სცენარი არც ქონდათ წაკითხული, მეორე წელს ჩაჯდა უკვე ჩვენი ფილმი კინოსტუდიის გეგმაში, ეს უკვე ძალიან სერიოზული ამბავი იყო.

ბატონმა რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ დამპატიჟეს პასინჯვაზე, მე არ ვერეოდი გადაღების პროცესში. დამთავრებულის სანახავად მოწვევა კი სიამოვნებით მივიღე .როცა ფილმი ვნახე სიმართლე გითხრათ ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ადამიანი ბევრ რამეს ეჩვევი, მაგრამ ის პირველი შთაბეჭდილება წარუშლელი იყო. თვალებით ყველა მეკითხებოდა რას ვფიქრობდი. ამ დროს თან მოსკოვში გადამიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად . არ ვიცი რა მოხდა თბილისში, მგონი იჩქარე ხალხს უჩუმრად აჩვენეს მაშინდელი ხელმძღვანელობის დაუკითხავად. დიდი აჟიოტაჟი მოყვა, რამდენიმე გაანთავისუფლეს, რამდენიმე პარტიიდან გარიცხეს. ფილმი თაროზე მაინც 2_3 წლის მანძილზე იდო.

image

მერე მოხდა ისე, რომ საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი მივიდა გორბაჩოვთან და ასეთი და ასეთი კინო არსებობს და უხერხულად ვარო, კარგა ხანია თაროზე დევს, სპეციალისტები ამბობენ კარგი ფილმიაო, და მის ეკრანზე გაშვება სთხოვა. ვნახავო, უთქვამს, მართლაც გორბაჩოვმა და მისმა მეუღლემ, რაისა მაქსიმოვნამ იმ საღამოსვე ნახეს. მეორე დღეს გორბაჩოვმა დამირეკა და მითხრა, რატომ არ მითხარი ასეთი ფილმი თუ იყო საქართველოშიო. არ გითხარით რადგან შესაფერის დროს ველოდებოდი თქო, მაგრამ ალბათ უკვე დროა, ფილმმა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმი ტირაჟირებისთვის ჩამოიტანეს მოსკოვში და დაიწყო ჩვენება . ატყდა ერთი ამბავი პრესაში.“ იდეოლოგიურად საშიში " ფილმი ასეთი იყო მათი შეფასება. ამის შემდეგ ვიზრუნე, რომ ფილმი კანის კინოფესტივალზე მოხვედრილიყო, ფილმი საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების სრულ ილუსტრირებას ახდენდა.

image

მერე იყო ტრიუმფი მსოფლიო მასშტაბით, ფილმის საყოველთაო აღიარება. საბჭოთა შეცდომების გამო შეძრწუნება.

მე როგორც პიროვნებას და მოქალაქეს მართლა მჯერა, რომ ამ მონანიების გარეშე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა.

ბატონ თენგიზს სურდა გადაეღო მონანიება 2 თუმცა უდროოდ გარდაიცვალა. ფილმი ასეთი ფრაზით სრულდება “ რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიიყვანს. "


ასევე ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან

რას იხსენებს იოსებ სტალინის შესახებ ედუარდ შევარდნაძე მემუარებში

imageროგორ იხსენებს“ ჩერნობილის " აფეთქებას ედუარდ შევარდნაძე, ჩერნობილის მუტანტები

image“ რეიგანის ფონზე რაიმე ანეკდოტის მოყოლა უხერხულიც კი იყო, მაგრამ დობრინინი ჩამაცივდა"- რა ანეკდოტი მოუყვა ედუარდ შევარდნაძემ რონალდ რეიგანს

image"ჩემი ინიციატივით დაიწყო სამების დიდებული საკათედრო ტაძრის მშენებლობა, "ედუარდ შევარდნაძის მემუარებიდან

image


3
214
2-ს არ მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
214
  
2019, 16 მარტი, 5:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ზურა ზურაბი 12-ის კომენტარზე
2019, 16 მარტი, 0:02
ინანიებს ადამიანი
2019, 15 მარტი, 23:38
თუ ვინმეს სჯერა რომ .....ედიკია ,,ძძაღლებ მიშარდული,,სიმართლეს ამბობს{ან ოდესმე უთქვამს და მოგონებებში იტყვის?????}......ნამდვილად მისნაირია
0 1 3